როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისაგან A (H1N1)?
დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები:
- მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ
ცხელება და ხველა.
- ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
- ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, კერძოდ: კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ
სასარგებლო საკვები, იყავით ფიზიკურად აქტიურნი.
როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში?
- ავადმყოფი უნდა იყოს განცალკევებით. ოჯახის სხვა წევრებისაგან, სულ მცირე, 1 მეტრის
მოშორებით.
- ავადმყოფის მოვლის დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი. ამ მიზნით შეგიძლიათ
გამოიყენოთ როგორც კომერციული, ასევე ის ნიღაბი, რომელსაც თავად გააკეთებთ
ხელმისაწვდომი ქსოვილისგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან
სათანადოდ გასუფთავდეს (გაირეცხოს, გაუთოვდეს).
- ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
- ხშირად გაანიავეთ ის ადგილი სადაც წევს ავადმყოფი.
- გამოიყენეთ საოჯახო პირობებში გამოყენებადი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს
ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს.
რა უნდა გააკეთოთ, თუ ფიქრობთ, რომ ავად ხართ?
თუ თავს გრძნობთ შეუძლოდ, გაქვთ ცხელება, ახველებთ ან გტკივათ ყელი:
- დარჩით სახლში, მოერიდეთ სამუშაო ოთახს, სკოლას ან თავშეყრის ადგილებს.
- დაისვენეთ, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
- ხველისა და ცემინების დროს, ცხვრიზე და პირზე აიფარეთ ერთჯერადი ქსოვილი
(ხელსახოცი). გამოყენების შემდეგ ხელსახოცი გაანადგურეთ (გადააგდეთ).
- ხელები დაიბანეთ საპნითა და წყლით ხშირად და საფუძვლიანად. განსაკუთრებით
ხველების ან ცემინების შემდეგ.
- აცნობეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს თქვენი მდგომარეობის შესახებ და მოერიდეთ
ადამიანებთან კონტაქტს.
მასალა მოგვაწოდა
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა