სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ისრაელის წამყვანი კლინიკის ექიმი ევგენი მერზონი
როგორ დავიცვათ თავი ,,ღორის გრიპისაგან’’.



რატომ არ ჩანან ჯერ ისრაელის ქუჩებსა და თავშეყრის ადგილებში პირბადიანი ადამიანები?


ჯანმრთელ ადამიანს პირბადე, გრიპით ინფიცირებისაგან, ვერ დაიცავს: სუნთქვისაგან დანესტიანებული პირბადე გაცილებით ადვილად ”იკრავს” ვირუსს. ის, უკვე დაავადებულმა ადამიანებმა უნდა ატარონ, რათა თავიდან აგვაცილონ ინფიცირების წყარო. მაგრამ, გეკითხებით, რა უნდა ავადმყოფს ქუჩაში? წესით, ის უნდა იყოს სახლში და მიირთვას ქათმის ბულიონი.

რატომ არ ატარებს ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტრო ,,ღორის გრიპის’’ გამოსავლენად ავადმყოფების სპეციალურ ტესტირებას და არ უწევს მათ რეკომენდაციებს შემდგომი ჰოსპიტალიზაციისათვის?

 

დიაგნოზის დასმას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს და არც მკურნალობის სტრატეგიულ მიდგომაზე ახდენს გავლენას. თუ პაციენტს აღენიშნება დაავადების სიმპტომები, ჩვენი რჩევაა - მიმართოს ოჯახის ექიმს. ხშირ შემთხვევაში, ,,ღორის გრიპი’’, იოლად, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს და მათ ჰოსპიტალიზაციას აზრი არა აქვს (საავადმყოფოში ინფიცირების უფრო მეტი შანსია), მაგრამ, თუ ავადმყოფი გრძნობს, რომ დაავადება ჩვეულ ჩარჩოებს გადაცდა, უეჭველად, უნდა მიმართოს ექიმს და, თუ საჭირო იქნება, მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია.

ხელების დეზინფექციისათვის სპეციალური ხსნარების გამოყენებაა საჭირო, თუ საპონიც საკმარისია?

 

ისრაელში ჩატარდა ექსპერიმენტი - რომელია ხელების დეზინფექციისათვის საუკეთესო საშუალება. ვირუსზე წინასწარ აცრილი სამედიცინო პერსონალის ხელებზე გადატანილი იქნა ვირუსის ინფექცია. ხელების დეზინფექცია მოხდა ერთ შემთხვევაში სპეციალური ხსნარით, ხოლო მეორეში - საპნით. ექსპერიმენტით გამოავლინდა, რომ სპეციალური ხსნარები და საპონი, ერთნაირად უწევს დეზინფექციას ხელებს. აქედან გამომდინარე - ხშირად და გულმოდინეთ დაიბანეთ ხელები საპნით გამდინარე წყალში.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ისრაელში ,,ღორის გრიპით’’ დაავადებულებს, ერთ-ერთ რეცეპტად, უნიშნავენ ქათმის ბულიონს?

 

თანამედროვე მედიცინას მიღწევების მიუხედავად, ისრაელში, დღესაც, ძალზე პოპულარულია ხალხური რეცეპტები და გასაკვირი არ არის, რომ ქათმის ბულიონი გრიპთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ,,გემრიელი’’ საშუალებაა.
გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან მოყოლებული, სამედიცინო ლიტერატურაში დასაბუთებულია ქათმის ბულიონის ბევრი სასარგებლო თვისება. განსაკუთრებით, ეს ეხება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობას (ასთმა, ალერგია და სხვ.). 2000 წელს, ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში (CHEST), ბარბარა რენარდმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც მოთხრობილია ქათმის ბულიონზე, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალებაზე.


სამკურნალო ქათმის ბულიონის რეცეპტი


პროდუქტები:
ახალი ქათამი (1); გაწმენდილი და ორად გაჭრილი ნიახურის ძირი (1); ორად გაჭრილი სტაფილო (2); ორად გაჭრილი ბატატი (1); ნიახურის ფოთოლი (2 ტოტი); ნიორი (4 კბილი); პატარა ყაბახი (2); რამდენიმე ტოტი ოხრახუში და კამა, მარილი, წიწაკა, ზაფრანი.
მომზადების წესი:
ცივი წყლით სავსე ქვაბში ჩადეთ ქათამი და მიიყვანეთ დუღილამდე. თანამიმდევრულად დაამატეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრიდიენტი. ხარშეთ დაბალ ცეცლხზე, ნახევრად მოხდილი თავსახურით, ნახევარი საათის განმავლობაში.
გაზეთი ,,მოსკოვსკი კომსომოლეც’’-ი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player