სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში გროვდება. ეს პრობლემა უფრო მეტად დიდ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ემუქრებათ. არადა, ორგანიზმიდან ამ ნივთიერებების გამოდევნა თითქმის შეუძლებელია.

 

გაცილებით კარგ შედეგს იძლევა სუფთა ჰაერზე სეირნობა, ბუნებრივი საკვების მიღება და გაფილტრული წყლის სმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭების გაჩენა, დროთა განმავლობაში, გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა დარღვეული აქვს. ეს პრობლემა კი დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას ისიც დაერთო, რომ ღვიძლის მოქმედება დაირღვა, მაშინ წიდების დაგროვებას ვერ ავცდებით. იმ შემთხვევაში, თუ სისხლში მოხდება ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას გამოიწვევს. ეს უკვე დაავადებაა, რომელსაც თან სდევს გასუქება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება. იმისთვის, რომ სახსრები არ აგტკივდეთ, კბილების მკურნალობა დაიწყეთ. კვლევებით დამტკიცდა, რომ მიკრობები, რომლებიც პირის ღრუში გროვდება, წარმოქმნიან ისეთ ტოქსიკურ პროდუქტებს, რომლებიც რევმატოლოგიურ პროცესებს აძლიერებს. ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში არაფერი დაგროვდება. ნებისმიერი წიდების დაგროვების დროს ორგანიზმი ამას „მიხვდება“ და სისტემა თავად დაიწყებს თავიდან მის მოშორებას. ხოლო, თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ორგანიზმში წიდები გროვდება, თვითმკურნალობა მხოლოდ პროცესებს დააჩქარებს და არასასიკეთო შედეგს მოგცემთ.



მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player