სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დასკვნები ისევ და ისევ გვიჩვენებს, რომ ხელების დაბანა არის ერთ-ერთი ეფექტური გზა ინფექციების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მიიღწევა მაშინ, როდესაც ხელებს ვიბანთ სწორად, რაც გულისხმობს შემდეგს:

 

 

1.
ხელების დასაბანად გამოიყენეთ ცივი ან ნელთბილი გამდინარე წყალი;

2.
დაფარეთ ხელის ყველა ნაწილი საპნით, განსაკუთრებით თითებს შორის ადგილები და მტევნები.

3.
დაიბანეთ ხელები 20 წამის განმავლობაში, საფუძვლიანად, ყველა მხრიდან. შემდეგ გადაივლეთ გამდინარე წყლით, შეიმშრალეთ სუფთა პირსახოცით ან გაიშრეთ ჰაერზე.

4.
ხელებიდან მიკრობების მოსაცილებლად, მნიშვნელოვანი არ გახლავთ წყლის ტემპერატურა, არამედ მთავარია ხანგრძლივობა და დაბანის ხარისხი.

5.
გამოიყენეთ ფრჩხილების სახეხი ჯაგრისი. თუ თქვენ გრძელი ფრჩხილები გაქვთ, არ დაგავიწყდეთ მის ქვეშ დაგროვილი ჭუჭყის მოცილება, რაც ხელის ჩვეულებრივი დაბანისას შესაძლოა გაგვიჭირდეს. ამიტომ, ეფექტის მისაღებად უნდა გამოიყენოთ ჯაგრისი. ხოლო ბავშვებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართულია ფიზიკურ შრომაში, უმჯობესია ატარონ მოკლე ფრჩხილები.

6.
ყოველდღიურად გამოსაყენებლ საპონს მომხმარებელი თავად ირჩევს და ზოგადად ამ პროდუქტებს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს ბაქტერიების გავრცელების წინააღმდეგ. ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის უფრო ეფექტურია დაავადებების თავიდან აცილებაში, ვიდრე ჩეულებრივი საპონი და წყალი.

 

ზოგიერთი კვლევების მიხედვით, გარკვეული ინგრედიენტების გამოყენება, რომელსაც ანტიბაქტერიული პროდუქტები შეიცავენ, მაგალითად ტრიკლოზანი ( თხევადი საპონი) და ტრიკლოკარბანი (მშრალი საპონი) შესაძლოა სერიოზულ რისკს წარმოადგენდეს ჯანმრთელობისთვის, რაც ბაქტერიულ წინააღმდეგობითა და ჰორმონალური ცვლილებებით გამოიხატება. ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ორგანიზმში მედიკამენტებზე წინააღმდეგობის გამწევ ბაქტერიებს, აჩქარებენ სქესობრივ მომწიფებასა და ზრდიან უნაყოფობის შანსს.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player