ბაქტერიული ქლამიდიოზი გადაეცემა სქესობრივი აქტის დროს.
ნიშნები და სიმპტომები:
ქალებში: მცირეოდენი ვაგინალური გამონადენი, ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში და სიცხე.
მამაკაცებში: ფერმკრთალი გამონადენი სასქესო ორგანოდან, წვისა და ტკივილის შეგრძნება შარდვისას.
მკურნალობა:
ექიმი გამოწერს ანტიბიოტიკებს.
შენიშვნა:
დაავადების ხანგრძლივმა ფორმამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ორგანოების ანთება და შემდგომში უშვილობა.