• პიტნის წვეთებით, ან მიხაკის ზეთით დაასველეთ ბამბა და ჩაიდეთმტკივან კბილში;
• დაიზილეთ კბილები მრავალძარღვას წვენით და შემდეგ გამოივლეთ ნაყენით;
• ძლიერი ტკივილის დროს, კბილზე დაიდეთ უმი ჭარხლის პატარა ნაჭერი ;
• ბულგარელი ფიტოთერაპევტები გვირჩევენ გამოვივლოთ პირის ღრუ მდოგვის ექსტრატით;
• გამოვივლოთ პირი შალფეის თბილი ნახარშით;
• ოთხი სუფრის კოვზი ბარამბო და 2 ჭიქა ცხელი წყალი დააყენეთ 4 საათი, გადაწურეთ და ივლეთ პირის ღრუ;
• ფლუსისა და ჩირქოვანი ღრძილების შემთხვევაში ძველად იყენებდნე ცაცხვის თაფლს, რომელშიც ვერტიკალურად დებდნენ ძველ, დაჟანგულ, სიწითლემდე გავარვარებულ ლურსმანს. მის ირგვლივ გამუქებული თაფლის ნაწილს ისვამდნენ შესიებულ ადგილზე, ან ღრძილებზე. ასეთი პროცედურა სწრაფად გამორწყავს ჩირქს და აქრობს ანთებას;
• ორ სუფრის კოვზ ბეგქონდარას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი და ივლეთ პირის ღრუ - მოგიხსნით კბილისტკივილსა და ღრძილების ანთებას;