სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კბილის ექსტრაქცია (ამოღება) – საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადი ქირურგიული ოპერაციაა. როგორც ყველა სხვაოპერაცია, მასაც აქვს პოსტოპერაციული პერიოდი. ზუსტად ამ პერიოდში, გამოჯანმრთელების მხრივ განსაკუთრებული როლი აკისრია თავად პაციენტს.

 

მოდით ვისაუბროთ, თუ რისთვის უნდა ვიყოთ მზად და რისი გაკეთება არ შეიძლება კბილების ამოღების შემდგომ. რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელების პროცესი დამოკიდებულია თქვენი მკურნალი ექიმის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე, თუ ამ მხრივ გაგიმართლათ უნდა იცოდეთ, თუ როგორ შეინარჩუნოთ მიღებული შედეგი.

 

 

 

1. გულდასმით შეასრულეთ ექიმის ყველა დარიგება. არც მეუღლის, არც მეგობრის და არც დედის, მხოლოდ თქვენი ექიმის. მხოლოდ ის არის თქვენი მდგომარეობის საქმისყურში, მან იცის რა სირთულის მანიპულაცია ჩატარდა და იგია ყოველივეზე პასუხისმგებელი. ყველა რჩევა, რომ მიიდოთ მტკივან ადგილას უმი ხორცი, ქონი, შარდი თუ ჩიტის სკინტი (ეს პაციენტების რეალური მონათხრობია), გთხოვთ დაივიწყოთ.

 

2. ჭრილობას არ ჭირდება ზედმეტი თვალიერება. მითუმეტეს არ ჩაძვრეთ ჭრილობაში ხელით, ასანთით ან კბილის ჩხირებით. ხოლო თუ მაინც ჩაიხედეთ პირის ღრუში, პირველივე დღეს დაინახავთ მუქი ფერის სისხლის კოლტს, რომელიც დროთა განმავლობაში გაღიავდება და გათეთრდება. არ გეგონოთ, რომ ექიმმა ბამბა ან ბინტი დაგიტოვათ, ეს – ფიბრინია. ქსოვილი, რომელიც ხელს უწყობს შეხორცებას. მისი არსებობა ნორმალური შეხორცების ნიშანია.

 

3. არავითარ შემთხვევაში სახეზე არ მიიდოთ თბილი კომპრესები! სითბო ანთებითი პროცესების პროვოცირებას იწვევს. თუკი გგონიათ, რომ ნახვევით გარშემომყოფების გულისტკივილს გამოიწვევთ, მიიდეთ მხოლოდ ცივი!

 

4. არ დაინიშნოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად. დღეს დღეობით ბევრი მოყვარულია თვითმკურნალობისა. ყველა პრეპარატი ინიშნება გარკვეული დოზით, გარკვეულ შემთხვევაში. არ შეწყვიტოთ დანიშნული წამლის მიღება დროზე ადრე.

 

5. თუ 2-4 დღეს შეგაწუხათ მწვავე ტკივილმა, არ ეცადოთ მისი ჩაცხრობა ტკივილ-გამაყუჩებლებით, იმ იმედით, რომ ყველაფერი გაივლის. მწვავე ტკივილი ანთების – ალვეოლიტის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

6. პირველივე დღეს, არაა სასურველი ბევრი სავლებით ჭრილობის შეწუხება. თუ ექიმმა დაგინიშნათ აბაზანები, ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩაიგუბოთ და გადაანერწყვოთ.

 

7. თუკი ექსტრაქციის შემდეგ საჭირო გახდა ნაკერების დადება, პროცესი შეიძლება განვითარდეს 2 მიმართულებით. პირველი – ექიმმა გამოიყენე თვით-გაწოვადი ძაფი და მათი მოხსნა არაა საჭირო, ან მეორე – თუ ძაფი არ იწოვება ე.ი. მათი მოხსნა მოხდება 5-7 დღეს. ყველა შემთხვევაში წინასწარ იქნებით გაფრთხილებული.

 

8. თუკი მაინც გეჩვენებათ, რომ დანიშნული მკურნალობა არასაკმარისია თქვენთვის, მაშინ ყველაზე უვნებელი შეიძლება გამოდგეს, სუსტი სოდიანი სავლები ან გვირილის ნაყენი პირის ღრუს აბაზანებისათვის.

 

9. არაეთიკურია მოიაროთ კლინიკები შეკითხვით, თუ რამდენად სწორია დანიშნული მკურნალობა. თუ ენდეთ თქვენს კონკრეტულ ექიმს, ბოლომდე მიჰყევით მის დანიშნულებას.

 

10. განეწყვეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

 

და ბოლო რჩევა, ნუ გადადებთ ხვალისთვის კბილის მკურნალობას, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ მისი ამოღება.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

მასალა მოგვაწოდა "ნინო ბერიძის ორთოდონტიულმა ცენტრმა"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player