ეს საკითხი პროფესიული სტომატოლოგიური ხედვის გარეშე ძნელი გადასაჭრელია. რადგან იმპლანტაცია შედარებით უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს ფინანსების, ასევე დროისა და ენერგიის, როგორც ექიმის ასევე პაციენტის მხრიდან, ხოლო მისი ჩატარების ადექვატურობა პირდაპირაა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე
კბილების პროთეზირების ჩვენებებს სურვილისარსებობისას მიეკუთვნება ყველა შემთხვევა თუ არ არის მისი გაკეთების რაიმე უკუჩვენება. იმპლანტაციის ჩვენებების და უკუჩვენებების დადგენა ხდება ანამნეზის და გამოკვლევების საფუძველზე, ასევე პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების შემდეგ.
იმპლანტაციის ჩვენებებია:
კბილთა რკალის ერთეული დეფექტები (გვერდზე მდგომი, მეზობელი კბილების პრეპარირების გარეშე); კბილთა რკალის ჩართული დეფექტები (კბილთა დეფექტის გარშემომყოფი კბილების პრეპარირების გარეშე); კბილთა რკალის ბოლოს არსებული დეფექტები (საშუალებას იძლევა ჩატარდეს მოუხსნელი პროთეზირება); კბილების სრული უქონლობა (საშუალებას იძლევა ჩატარდეს მთლიანი მოუხსნელი პროთეზირება ან მოსახსნელ პროთეზს უქმნის მაქსიმალურ ფიქსაციას).
დენტალური იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებები:
ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვა); სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები; ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები. ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური თერაპიის ჩატარებისას და გარკვეული პერიოდი ჩატარების შემდგომ.
დენტალური იმპლანტაციის შედარებითი უკუჩვენებები:
პაროდონტიტი (მწვავე და ქვემწვავე ფორმები); პათოლოგიური თანკბილვა და კბილების მომატებული ცვეთა; პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯობესების არანაირი ნიშანწყალი. სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბებზე; სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტების არსებობა (კირშნერის სპიცები, მინიფირფიტები, ლითონის ნაკერები, ხელოვნური სახსრები, გულის სარქველი, კარდიოსტიმულატორი და სხვა); საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები; ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭერა ან კრაჭუნი, განსაკუთრებით ძილში); ყბის ძვლების ანატომიური თავისებურებები, რაც გამორიცხავს იმპლანტის მოთავსებას (ძვლის ატროფია, რეტენირებული კბილები, წიაღები და სხვა), რაც მოითხოვს წინამდებარე ძვლის აღდგენად ოპერაციებს. დროებით უკუჩვენებად გვევლინება ფეხმძიმობა და ლაქტაცია.
იმპლანტაციის სოციალური უკუჩვენებები:
საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარი მიდგომა, ნიკოტინი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, არარეგულარული კვება, დიდი რაოდენობით ყავის მიღება. პროფესიული საქმიანობის თავისებურებები - მძიმე ფიზიკური დატვირთვები, სპორტის ექსტრემალური და ტრავმული სახეები.
მასალა მოგვაწონა "ნინო ბერიძის ორთოდონტიულმა კლინიკამ"