სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

,,დრო არ მაქვს ’’, ,, დავიღალე ’’ , ,,მეზარება’’ , ,, შედეგი არ არის ’’ – ამ მიზეზების გამო ბევრი თავს ანებებს ვარჯიშს ან საერთოდ არ იწყებს. მოდით სხვაგვარად შევხედოთ სიტუაციას. მოვიფიქროთ მოტივაცია, რომლის მისაღწევად უნდა ივარჯიშო, მაგალითად ქორწილში ან მეგობართან წვეულებაზე წასვლა;

 

საყვარელი ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც აღარ გეტევა; საყვარელი ადამიანის გულის მოგება; სასურველი სამსახურის მოძებნა და ა.შ. დააფიქსირე ვარჯიშის დაწყების მომენტი და არ გადააცილო დაგეგმილ დროს (თორემ მერე უფრო გაგიჭირდება ვარჯიშის დაწყება).

 

ვარჯიშის დაწყების შემდეგ თანდათან იგრძნობ ენერგიის მომატებას , შეძლებ უფრო მეტი საქმის კეთებას, ძილი უფრო მშვიდი გექნება. თავიდან თუ დაიღლები, გააკეთე 10 წუთიანი მინი ვარჯიშები. უფრო საინტერესო რომ იყოს ვარჯიში, ივარჯიშე სუფთა ჰაერზე, არ დაგავიწყდეს შენი МP3 პლეიერი, უსმინე საყვარელ მუსიკას ან ისწავლე ენები ვარჯიშის დროს .

 

ძვირია ვარჯიში? სულაც არა. ამოიღე კარადაში შენახული სპორტული ტანსაცმელი და ბოტასი, გადი ქუჩაში და იარე, ირბინე, ივარჯიშე ველოსიპედით -ეს ყველაფერი უფასოა! იფიქრე არა მარტო საბოლოო შედეგზე, არამედ ეცადე წაახალისო შენი თავი, შეაქე შენი თავი პატარ-პატარა გამარჯებებით: ,,ცოტა მეტი ენერგია მომემატა, გავხალისდი და განწყობა მთელი დღის მანძილზე გაუმჯობესდა, მუცელი ოდნავ დამიპატარავდა”. მიყევი ამ მარტივ რჩევებს, მოიფიქრე მოტივაცია, მოიგონე ახალი ვარჯიშები და შენ იგრძნობ, რომ ვარჯიში არა მარტო სასარგებლო, არამედ სახალისოცაა !!!

მასალა მოგვაწოდა self.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player