ტაებო ვარჯიშის ერთ–ერთი სახეობაა, რომელიც პოპულარული 1990 წლიდან გახდა და შეადგენს ფიტნესისა და ტაეკვანდოს ნაზავს. ვარჯიშის ეს სახეობა გამოიგონა ბილი ბლანკსმა, ადამიანმა, რომელიც ამერიკაში ფიტნეს გურუდ არის აღიარებული. ვარჯიშები ძალიან ინტენსიურია, გავსებთ დადებითი ემოციებით და გიტოვებთ სასიამოვნო დაღლას. ანვითარებს რეაქციას, გამძლეობას და იმუნიტეტს.
ასევე, ძალიან კარგი საშუალებაა წონის დასაკლებად ( ყოველ ვარჯიშზე წვავს 500-700 კალორიას).
ტაებოთი შეუძლია დაკავდეს ნებისმიერი მსურველი, არ გააჩნია უკუ ჩვენება. ასაკს, სქესს და ფიზიკური მომზადების დონეს კი არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მაგრამ მიჩნეულია, რომ სანამ დაკავდებით ამ ვარჯიშებით სასურველია მოამზადოთ სხეული აქტიური ვარჯიშისათვის, ამისათვის საკმარისია, მაგალითად 1–2 კვირის განმავლობაში დღეში ნახევარი საათი სირბილი, რადგან სხეული გაკაჟდეს და მზად იყოს უფრო მეტი დატვირთვის ასატანად.
თუ გადაწყვეტთ დაკავდეთ ამ ვარჯიშებით, ამისთვის დაგჭირდებათ მსუბუქი ფეხსაცმელი და სპორტული ტანისამოსი. თუ სახლის პირობებში აპირებთ ვარჯიშს აუცილებლად ივარჯიშეთ სარკის წინ და იმ ოთახში სადაც დიდი სივრცეა.
ჩვენს საიტზე უკვე დევს ტაებოს ვარჯიშები ბილი ბლანკსის შესრულებით, რაც დამერწმუნეთ ძალიან სახალისო და ეფექტურია. გისურვებთ წარმატებებს.
მოგვაწოდა Self.ge