სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პერსონალური ისნტრუქტორები დღეს თითქმის ყველა ფიტნეს კლუბში მოღვაწოებენ. როგორ ავირჩიოთ კარგი ინსტრუქტორი? ამ სტატიაში შევეცდებით ამ კითხვას გავცეთ პასუხი.



როგორც ყველა სპორტში, ფიტნესშიც უნდა გყავდეთ მწრვთნელი, ინსტრუქტორი. ყველა ცნობილ სახეს ყავს თავისი პერსონალური ინსტრუქტორი.



დიდი ხანია ცნობილია, რომ ასეთი სახის მიდგომა და პერსონალური ვარჯიშები ყველაზე ეფექტურია, რადგან ინსტრუქტორი გეხმარებათ საუკეთესო ვარჯიშების შერჩევაში და დროის ეფექტურად განაწილებაში. ასევე კონტროლის ქვეშაა ორგანიზმის დატვირთვა და თვითონ, ვარჯიშის შესრულების სისწორე.


ინსტრუქტორი ადგენს კვების სქემას, ორგანიზმის დატვირთვის გათვალისწინებით. ეს აუცილებელია, რადგან არასწორი კვების შემთხვევაში ორგანიზმმა შეიძლება ვერ გაუძლოს ძლიერ დატვირთვას. იმისათვის რომ ინსტრუქტორმა პერსონალური გეგმა შეადგინოს უნდა მიაწოდოთ აუცილებელი ინფორმაცია, თუ რა სახის ვარჯიში გსურთ და მსგავსი დეტალები , რის შემდეგაც ის ადგენს სავარჯიშო გეგმას.



როგორც ჩვენს ერთ–ერთ სტატიაში უკვე აღვნიშნეთ კუნთი ეჩვევა დატვირთვას და არაეფექტური ხდება მთელი შრომა თუ დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ვარჯიშს ვიმეორებთ, ამიტომ ინსტრუქტორს შეაქვს კორექტირებები გეგმაში და ახდენს მის შეცვლას განსაზღვრული დროის შემდეგ.


არჩევის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ ინსტრუქტორის თვისებებზე, ის უნდა იყოს აუცილებლად მომთხოვნი, ეს თქვენთვისვე იქნება კარგი. უნდა იცოდეს თავისი საქმე კარგად და უბრალოდ უნდა იყოს კომუნიკაბელური. მას ისევე უნდა ენდობოთეთ, როგორც თქვენს ექიმს. უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ მასთან ვარჯიშისას მიაღწევთ სასურველ შედეგს.



სტატია მოგვაწოდა self.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player