სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

შეიქმენით სახლში ისეთი გარემო ”როგორც კინოშო” და თქვენი ინტიმური ურიერთობები სრულიად ახალი შეგრძნებებით გამდიდრდება.

 


გადასაფარებლის გარეშე

რეალურ ცხოვრებაში: წყვილების 40% სექსი აქვს საბნის ან გადასაფარებელს შორის.
ეკრანზე: უმეტეს შემთხვევაში მსახიობები არაფრით არიან გადაფარებულები.
ეს გარემოება არ არის შემთხვევითი. სექსოლოგებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ მამაკაცების 95% და სუსტი სქესის თითქმის ერთი მესამედის ეროტიული სტიმულირების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა ვიზუალური პარტნიორის შიშველი სხეულის დანახვა.

სამკაულების გარეშე

რეალურ ცხოვრებაში: მამაკაცების 89% და ქალების 74% წვება საწოლში შიშველი, ქალების 93% იხსნის სამკაულებს.
ეკრანზე: მსახიობები არასდროს არიან სრულიად შიშვლები და როგორც წესი ორივე პარტნიორს უკეთია სამკაულები.
სხეული გაცილებით ეროტიულად გამოიყურება თუ ის მცირედ არის შემოსილი. სექსოლოგების აზრით დატოვებული სამკაულები შეგრძნებებს უფრო ამძაფრებს. სქესობრივი კავშირით გახურებულ სხეულზე ცივი სამკაულის შეხება დამატებით ეროტიულ სტიმულაცის ახდენს (ცივის და ცხელის კონტრასტი).

ადგილის შერჩევა

რეალურ ცხოვრებაში: წყვილების 96% სექსი აქვთ საწოლში.
ეკრანზე: სექსი სრულიად განსხვავებულ და ზოგჯერ მოულოდნელ ადგილებშია.
წყვილებს, რომლებმაც წლების მანძილზე დაკარგეს ინტერესი სექსისადმი, სექსოლოგები ურჩევენ გარემოს შეცვლას. ერთი და იგივე გარემო, ამ შემთხვევაში საძინებელი ოთახი, მოსაწყენი ხდება.

სიტყვები...

რეალურ ცხოვრებაში: მამაკაცების 35% და ქალების 18% სქესობრივი კავშირის დროს ამკობს თავის პარტნიორს კომპლიმენტებით და გამოხატავს თავის გრძნობებს.

ეკრანზე: მსახიობები დაუღალავად გამოხატავენ აღფრთოვანებას პარტნიორით და ამჟღავნებენ თავის შეგრძნებებს.
ფსიქოლოგების აზრით, სექსის დროს წარმოთქმული სიტყვები და გამოხატული გრძნობები აძლიერებს და ამძაფრებს შეგრძნებებს.

განათება

რეალურ ცხოვრებაში: სასიყვარულო წყვილების 12%-ი დაკავებულია სექსით სუსტ განათებაზე, 21%-ს საერთოდ გამორთული აქვს შუქი.
ეკრანზე: გარემო ყოველთვის რბილად არის განათებული წითელი ან ლურჯი შუქით.
სპეციალური განათება ვიზუალურად მალავს კანის დეფექტებს. ცისფერი ან წითელი განათებისა სახე და სხეული უფრო ეგზოტიკურ ელფერს ღებულობს.

მიეცით გზა ფანტაზიას, გადმოიტანეთ რეალობაში ის რაც ეკრანზე მოგწონთ და გაიმრავალფეროვნეთ თქვენი ურთიერთობები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player