სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყველა დროში არ ნელდებოდა სექსუალური შესაძლებლობების გაძლიერების სურვილი. სხვა და სხვა ხალხებს, ჰქონდათ თავისი საყვარელი კერძები, სასმელები, ბალახები და წამლები, რომელთა მოხმარებაც მათ მეტ დაჯერებულობასა და შესაძლებლობებს მატებდათ.

 

ზოგიერთი მათგანი სიცოცხლისთვის სახიფათოც იყო, ასე მაგალითად ცნობილი რომალეი პოეტი ლუკრეცი იმსხვერპლა ”სასუყვარულო სასმელმა”.

აზიის ხალხებში, სექსი განიხილებოდა როგორც ხელოვნება, რომელსაც შესწავლა, დაოსტატება და სრულყოფა სჭირდებოდა. ეროტიკული თემების შესწავლასა და ახალი აფროდიზიაკების გამოვლენას, ძალიან ბევრმა მეცნიერმა და ექიმმა მიუძღვნა თავისი მოღვაწეობა.

აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ყველაზე ღრმად სექსის ხელოვნებას ჩაწვდნენ ინდოეთში. ინდურ ნაწარმოებებში კამა - სასიყვარულო სიამონება - ცხოვრებუსა და სუხარულის ერთ ერთ უდიდეს წინაპირობად ითვლება. ინდუსების უმეტესობა ვეგეტარიანელები არიან, მათ საკვები რაციონი ბუნებრივად გამდიდრებულია აფროდიზიაკებით, რომლებიც შედის მცენარეულ პრიდუქტებში.

ინდუსები თვლიან, რომ ქალები სქესობრივ აქტში არიან სრულფასოვანი პარტნიორები და მამაკაცის წარმატება ბევრ რამეში დამოკიდებულია მათზე. ინდოელი ქალები ეუფლებიან აფროდიზიაკებით შეკმაზული კერძების დამზადების ხელოვნებას. ხშირად გამოიყენება ნიორი და ხახვი...
იაპონიასა და ჩინეთსი აფროდიზიაკების გამოყენებით დამზადებული კერძები საუკუნეების მანზილე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, მაგრამ რეცეპტები იდუმალებით იყო მოცული და შთამომავლობით გადაიცემოდა.
ერთ ერთ ყველაზე ცნობილ კერძათ ითვლება - სუპი ჩიტის ბუდისგან. ის მზადდება კონკრეტული ფრინველის ბუდისაგან. სიძლიერის საიდუმლო განიმარტება ძალიან მარტივად, ბუდე აგებულია ხიზილალით შემაგრებული ზღვის მცენარეებისაგან. აგრეთვე ხშირად გამოიყენებოდა ჟენშენის ფესვი და ჯანჯაფილი, რომელთა მოქმედება დადასტურებულია ათასწლეულებით.

ძველი სასიყვარულო რეცეპტები ძალზედ წააგავს დღევანდელ ჯანმრთელი კვების სახელმძღვანელოებს. თაფლი, რძე, კვერცი, ზღვის პროდუქტები და მცენარეები, თხილი, ხახვი, ნიორი - ძალზედ ფასობს თანამედროვე დიეტოლოგიაში.

რძე (განსაკუთრებით თხის) შეიცავ ადამიანისთვის ცნობლი ყველაზე მაღალი ხარისხის ცილას. მას ორგანიზმი ყველაზე ადვილად ითვისებს და ეფექტურად იყენებს. ენდოკრინული და სასქესო ჯირკვლების ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის ზუსტად ასეთი ცილებია საჭირო.

კვერცხის გულში არის დიდი რაოდენობით ლეციტინი, სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებისათვის საჭირო ნივთიერება.

თაფლი - ასპარაფინის მჟავის უმდიდრესი წყარო, რომელსაც ექიმები აქტიურად იყენებენ ქალებში ფრიგიდულობის სამკურნალოდ.

ხამანწკები, თხილი და გოგრის თესლი - თუთიის მდიდარი წყაროა, რომელიც აუცილებელია სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებისთვის.

ჯანსაღი კვება, სხვა სიკეთეებთან ერთად, მოგიწესრიგებთ სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებას და მოგეხმარებათ სექსუალური შესაძლებლობების გაძლიერებაში.
სწორედ იკვებეთ, დატკბით ცხოვრებით და იყავით ბედნიერნი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player