6 რჩევა წარმატებისთვის
1. პირველი პაემანი
მოდუნდით
ანუ მოდუნდი სხეულით. არ შეიმჩნიოთ რომ ღელავთ, იჯექით თავისუფლად, შეგიძლიათ ხელები თავს უკან შემოიწყოთ კიდეც „აქ მნიშვნელოვანია თვით ჟესტი, ამით ანიშნებთ თანამოსაუბრეს, რომ თქვენ არაფერი გადარდებთ“ – ამტკიცებს ბრიტანელი სექსოლოგი ვიკი ფორდი. თუმცა, გოგონას სიამოვნებს, როდესაც თქვენს მღელვარებას გრძნობს პირველი სექსის დროს. ასე, რომ შეიხსენით ზედა ღილი და ნელ–ნელა გაიზრდება იმის შანსი, რომ პირველი პაემანი გადავა პირველ სექსში.
2. პირველი კოცნა
დაუშვით ხელები
თვით კოცნა უნდა იყოს ოდნავ მორცხვი, ნელი და არც ისე ტენიანი. მაგრამ თქვენი ხელების მოძრაობა გოგონასთვის ტუჩებზე არანაკლებ ინფორმაციულია. „მის სახეზე შეხება – ავლენს სინაზეს, კისრის დაჭერა – ავლენს ძალაუფლებას და ვნებას, თმებში ხელის ჩაცურება – პირდაპირ მიუთითებს სექსზე, ხოლო წელზე ხელის მოხვევა – უფრო ძლიერ აღგზნებას“ – მიიჩნევს ფორდი. რაც მთავარია გახსოვდეთ – ნუ შეეხებით თეძოებს, მკერდს, ფეხებს და არავითარ შემზთხვევაში ბიკინის არეალს (თავიდან მაინც), თორემ გოგონა იფიქრებს (და სწორის არის), რომ თქვენ ისევ ცხვირმოუხოცავი მოზარდი ხართ.
3. პირველად შენთან სახლში
ეცადეთ გოგონაზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. მთავარია, რომ სახლში სასიამოვნო სურნელი იდგეს. არავითარი ჰაერის გამწმენდები! უბრალოდ გაანიავეთ სახლი, გადაყარეთ ნაგავი, მტვერსასრუტით გაწმინდეთ და იყიდეთ ყვავილები. „სურნელი მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ემოციებს აკონტროლებს. ყვავილების საშუალებით მასში სასიამოვნო ასოციაციებს გამოიწვევთ“ – ამბობს ინგლისელი ფსიქოლოგი დენიელ ემენი.
ნუ იჩქარებთ . . .
შესთავაზეთ გოგონას სასმელი, ნუ მოაბეზრებთ თავს წინასწარ დაზეპირებული მოსწრებული ფრაზებით. მიეცით საშუალება შეეჩვიოს ახალ ტერიტორიას. დატოვეთ იგი მისაღებ ოთახში, თქვენ გადით სამზარეულოში, აუჩქარებლად დაასხით ღვინო, მოადუღეთ ჩაი, მან კი დაათვალიეროს ჟურნალები, წიგნები, დისკები, როდესაც დაბრუნდებით მიაქციეთ ყურადღება იმას, რაც მას მოეწონა და საუბარიც თავისთავად აეწყობა და არ იქნება მოსაბეზრებელი.
4. თუ იგი უხასიათოდ არის
გაეცალეთ მას
„ქალების უმრავლესობა აბსოლუტურად სერიოზულად თვის, რომ მამაკაცები უნდა ხვდებოდნენ მათი გაღიზიანების მიზეზს. ამიტომ თქვენ აპრიორში ხართ წამგებიან სიტუაციაში. თუ შეეკითხებით რატომ არის იგი უხასიათოდ, ის გაბრაზდება, რომ თქვენ ვერ მიუხვდით; და თუ არ შეეკითხებით უარესი მოხდება“ – ფაქტის კონსტანტაციას ახდენს ბრიტანელი ფსიქოთერაპევტი დევიდ დელვინი. „ეს საკმაოც მკაცრია, მაგრამ სიტუაციიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის – გაცლა. გადით ლუდი იყიდეთ თქვენთვის, მისთვის კი ნამცხვარი ან უბრალოდ გაიარეთ – დაე დარჩეს მარტო თავის ფიქრებთან და გაერკვეს, რატომ არის გაღიზიანებული. დაბრუნებისას კვლავ ცადეთ მასთან საუბრის დაწყება“.
მოუსმინე!
თუ საუბარი გოგონამ დაიწყო, გაცლა არ გამოვა. თქვენი შეხედულებები მისი კაპრიზების შესახებ, თქვენთვის შეინახეთ – თქვენი მოვალეობაა მოსმენა და არა საუბარი. მოთმინებით აღიჭურვეთ, ყურადღებით მოუსმინეთ ყოველივეს. როგორც წესი, აღელვებულ ადამიანს შველის, როდესაც გულს მოიოხებს საუბრით.
5. პირველი (უკვე არა შემთხვევითი) სექსი
გაიღვიძე და იმღერე
გულახდილად, რომ ვთქვათ, პირველი სექსი – როგორც წესი არის შეზღუდული, ნერვული და არა ყოველთვის სასიამოვნო რამ. თუ ნებისმიერი დაუდევრობის მიუხედავად, მან არ გაიჯახუნა კარი და ღამით თქვენთან დარჩა, დილა ეს ზუსტად ის დროა მოაწყოთ თქვენი ერთობლივი სქესობრივი ცხოვრების ნამდვილად ხარისხიანი და წარუშლელი დასაწყისი. ‘რაც უფრო მოდუნებული და ნამძინარევი იქნებით ორივე, მით უკეთესია. რადგან სიმშვიდე და პარტნიორისადმი ნდობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია კარგი სექსისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნავს ფორდი.
მოემზადე
თუ პაემანი დანიშნულია საღამოსთვის, შეიარეთ სპორტულ დარბაზში, თუმცა ძალიან ნუ გადაიტვირთავთ თავს. ზომიერი ვარჯიში ამაღლებს სეროტონინის და ტესტოსტერონის დონეებს, რაც ხელს უწყობს სიძლიერეს და სექსუალურ აქტიურობას.