მსოფლიოს სხვადასხვა ერისთვის სახასიათო სექსუალური წეს-ჩვეულებები განვიხილოთ როგორც უძველესი ასევე თანამედროვე ერების წეს–ჩვეულებები. აქვს თუ არა ზომას მნიშვნელობა, დაშვებულია თუ არა ქორწინებამდელი სექსი და სხვა მსგავსი საკითხები.
მაგალითად:
ზომას აქვს მნიშვნელობა – როგორც სექსუალური შესაძლებლობის ნიშანს.
ბრაზილიური ტომის ტოპამინას ინდიელები, არც ისე დიდი ხნის წინ, შხამიან გველს აკბენინებდნენ სასქესო ასოზე, რადგან კბენის შემდეგ იგი სივდებოდა და ზომაში იზრდებოდა. ნახევარ წელიწადში, შხამის მოქმედება წყდებოდა და მტანჯველი პროცედურა უნდა განმეორებულიყო.
. . . და როგორც სტატუსის და ძალაუფლების სიმბოლო
სადხუს ტომის რჩეული ინდიელები, ბავშვობიდან სპეციალურ ტვირთს იკიდებდნენ სასქესო ასოზე, რათა იგი გაწელილიყო უჩვეულო ზომამდე - შემდეგ სასქესო ასოს ახვევდნენ და იდებდნენ სპეციალურ კალათში. ასეთი ინსტრუმენტი ვეღარ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას, სამაგიეროდ შესანიშნავ სტატუს ანიჭებდა მის მფლობელს.
მამაკაცი ათას მიზეზს მოიფიქრებს ღალატის გასამართლებლად . . .
ზოგიერთი მუსულმანი–შიიტი, დღემდე აღიარებს დროებით ქორწინებას „მუტა“-ს. თუ მამაკაცი მოგზაურობს ან ომშია, მას უფლება აქვს დროებით იქორწინოს. ასეთი ქორწინება ღალატად არ ითვლება.
სექს-სათამაშოები სასიამოვნო მრავალფეროვნებისთვის
ხელოვნური ფალოსის გამოსახულება ჯერ კიდევ ძველბერძნული ფაიფურის ნაკეთობებზე შეგვიძლია ვიხილოთ. არგენტინელი აბორიგენები ათასი წლის წინ იყენებდნენ, ცხოველის ბეწვისგან დამზადებულ ფუნჯებს ასოზე დასაკიდებლად. მიკრონეზიელი პონაპეს თემი, კლიტორალური სტიმულატორის სახით იყენებდნენ ჭიანჭველებს, რომელთა კბენაც ქალებს შეგრძნებებს ჰმატებდა სექსის დროს.
ქორწინებამდელი სექსი მიუღებელია
როდესაც, ზულუსების წყვილი გადაწყვეტს დაქორწინებას, ნათესავები აწყობენ ნიშნობის მსგავს დღესასწაულს. გოგონებს სპეციალური უფლების მქონე ადამიანები ამოწმებდნენ ქალიშვილი იყო თუ არა იგი და შემდეგ მომავალი ქმარი, მას შეტყუპებულ ფეხებზე გაუხახუნებდა სასქესო ასოს, იმის ნიშნად, რომ მათ მალე სრულფასოვანი სექსი ექნებოდათ.
სექსი დაკავშირებულია მამაკაცთა შორის მეტოქეობასთან
ეთიოპიის ერის დანაკილის წარმომადგენელი მამაკაცი, რომელიც დაქორწინებას აპირებდა საცოლისთვის უნდა ეჩუქებინა მოკლული მტრის სასქესო ასო (უკეთესი იქნებოდა რამოდენიმე). და ასეთი საჩუქრებით მეუღლე მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაებედნიერებინა თუ არა და ცოლს შეეძლო (და ვალდებულიც იყო) უმოწყალოდ დაეცინა მისთვის.