4 მითი მამაკაცური სექსუალურობის შესახებ
1. მამაკაცს შეუძლია სექსი როდესაც სურს და სადაც სურს
უდაოა ის ფაქტი, რომ მამაკაცის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც იგი მზად არის ჩაიდინოს სექსუალური ხასიათის გმირობები, ადგილის და დროის მიუხედავად. ასეთი მზადყოფნა მათთვის სავსებით დამახასიათებელია, თუმცა შეუძლებელი, რადგან მამაკაცის სურვილი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ისეთი როგორიცაა დაღლილობა, სტრესის დონე ან თუნდაც, მღელვარება.
2. მამაკაცს რომანტიზმი მხოლოდ მიზნის მისაღწევად სჭირდება
მიზანი გასაგებია - როგორც წესი ასეთ შემთხვევაში, საუბარია სექსუალური მიზიდულობის ობიექტის ლოგინში შეტყუება. სინამდვილეში, მამაკაცების უმრავლესობა მართლაც, რომ საკმაოდ რომანტიკული ბუნებისაა, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ლექსების კითხვით ან თქვენს საწოლზე ვარდის ფურცლების მიმობნევით. თუმცა ხრიკები აქაც მოსალოდნელია, ასე რომ ქალბატონებო კარგად შეისწავლეთ თქვენი რჩეული.
3. მამაკაცი, როგორც სექსუალური აქტის ინიციატორი
ეს მითი შეგვიძლია სტატისტიკური მონაცემებით უარვყოთ - მამაკაცების 93%-ს მოსწონს, როდესაც ინტიმურ ურთიერტობებში ინიციატივას იჩენს პარტნიორი ქალი.
4. კოცნა სექსამდე - დროის ფუჭად ფლანგვა
უილიამ კეინის კვლევების შედეგების მიხედვით, წიგნში „კოცნის ხელოვნება“, სწორედ კოცნა გახლავთ მამაკაცის აღზგენის მთავარი ფაქტორი. უფრო მეტიც, ისინი ძალიან აფასებენ ამ მხრივ პარტნიორის გამოცდილებას - ფრანგული კოცნის ძალას ხომ ყველა აღიარებს.