სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დროებითი პრობლემები ერექციასთან დაკავშირებით შეიძლება გამოწვეული იყოს, სტრესის, დაღლილობის, ალკოჰოლის, მარიხუანას, ტრანკვილიზატორების, ანტიდეპრესანტებისა და სხვა თავის ტვინზე მოქმედი პრეპარატების გამოყენების შედეგად.

 

ცირკულატორული უკმარისობა

სისხლძარღვების კედლებზე დალექილი ქოლესტერინი, აფერხებს გულისათვის საკმარისი რაოდენობით სისხლის მიწოდებას. ანალოგიური ხდება პენისთან მიმართებაშიც, სისხლის არასაკმარისი მიწოდებისას პენისის ზრდა არის გართულებული ან საერთოდ შეუძლებელი. ასაკის მომატებასთან ერთად, კორონარული არტერიების დაავადებების ფონზე მატულობს იმპოტენციის რისკიც. ათეროსკლეროზი არის ამერიკელებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის იმპოტენციის გამომწვევი მიზეზი.


ნერვული აშლილობები

ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის ნებისმიერი დარღვევა - თავის ტვინის სიმსივნიდან, ხერხემლის დისკოს დაძვრამდე - შესაძლებელია გახდეს ერექციის მოშლის საფუძველი. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რთული დაზიანებების შემთხვევაშიც კი, მამაკაცების უმეტესობას არ გააჩნია პრობლემა ერექციასთან.

ჰორმონალური დარღვევები

ამ სიტყვების გაგების თანავე, მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს ტესტესტერონზე, მაგრამ ჰორმონალური იმპოტენციის შემთხვევების 90% გამოწვეულია დიაბეტის დაავადებით. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სისხლში შაქრის შემცველობის საჭირო რაოდენობის შენარჩუნების გზით, შესაძლებელია, როგორც ჰორმონალური იმპოტენცის, ასევე ამ დაავადებასთან დაკავშურებული სხვა გართულებებისაგან თავის დაცვა.
სხვა ჰორმონალური დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის დაავადების შედეგად, ტესტესტერონისა და სხვა ჰორმონების უკმარისობა) არა მარტო ზემოქმედებენ ერექციაზე, არამედ ახდენენ სქესობრივი ლტოლვის განელებას.

ფიზიოლოგიური იმპოტენციის სხვა მიზეზები

ასეთი სახის მიზეზები საკმაოდ ბევრია, მაგრამ იშვიათი.
სრულფასოვანი ერექციისათვის საჭიროა გარკვეული ორგანოების ნორმალური ფუნქციონირება, ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ სერიოზული ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი ან სიმსივნე, ხშირ შემთხვევებში განიცდიან პრობლემას ერექციასთან.
დარღვევები ასევე ხშირია ინფარქტის შემდეგ, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია სტრესისა და მედიკამენტების მოქმედებიასთან.

ფსიქოგენური მიზეზები

ძლიერი დეპრესია ან სტრესი - ფსიქოგენური იმპოტენციის ძირითადი მიზეზებია. დეპრესიით დაავადებული პაციენტები, კარგავენ სიამოვნების მიღების საშუალებას, რაც წარმოადგენს სერიოზულ ბარიერს ერექციის მისაღწევად.

ადამიანები, რომლებიც სექს თვლიან ყოველდღიურ მოვალეობად და არა სასიამოვნო მოვლენად, აგრეთვე შეიძლება რისკ ფაქტორში მოხვდნენ. იმპოტენციით ხშირად დაავედებულები არიან არასწორი წარმოდგენების მქონე, თავის სექსუალურ შესაძლებლობებში დაურწმუნებელი ადამიანები.

დიაგნოსტიკა

ერექციის მისაღწევად აუცილებელია ნერვული და სისხლძარღვების სისტემის კარგად კოორდინირებული მუშაობა. თუ მცდელობების 1% მაინც ნაყოფიერია, როგროც წესი, ადგილი აქვს ფსიქოგენურ იმპოტენციას.

მამაკაცები, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ ღამის ერექცია, ფიზიკური თვალსაზრისით არიან ჯანმრთელები. ღამის ერექციის შესამოწმებლად საკმარისია ძილის წინ პენისზე თხელი ქაღალდისაგან გაკეთებული რგოლის ჩამოცმა. თუ დაახლოვებით ერთი კვირის განმავლობაში ქაღალდის რგოლი არ დაზიანდება, ღამის ერექცია არ არის.
მამაკაცმა, რომელსაც იმპოტენციის ეჭვი აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და გაიაროს დეტალური გამოკვლევა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player