ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა მამაკაცებში არის ნაადრევი ეაკულაცია, როდესაც ორგაზმი მიიღწევა სქესობრივი კავშირის ძალიან ნაადრევ პერიოდში.
თუ ნაადრევი ეაკულაცია არ არის გამოწვეული რაიმე სერიოზული დაავადებით, არსებოს რამდენიმე ხერხი, რომელიც ეხმარება მამაკაცს სიამოვნების გახანგრძლივებაში.
ეაკულაციის მომენტის გადაწევა შესაძლებელია, თუ ერთი წამით ყურადღება გადატანილი იქნება რამე სხვაზე.
პრეზერვატივის გამოყენება, ამცირებს მგრძნობიარობას და შესაბამისად ახანგრძლივებს დროს ეაკულაციამდე.
ხშირი სექსუალური კავშირი, ზრდის დროს ეაკულაციამდე.
მამაკაცების ნაწილი თვლის, რომ სექსუალური აქტის დროს გარკვეული პოზები უფრო დაძაბულია და ამცირებენ მგრძნობიარობას, რაც აძლევთ მათ საშუალებას გაახანგრძლივონ დრო ეაკულაციამდე. მაგალითად ასეთად შეუძლება ჩაითვალოს ”მისიონერული პოზა”, რადგანაც მამაკაცს უწევს თავისი სხეულის დაკავება და არ აქვს მოდუნების საშუალება. ”მისიონერული” პოზა ითვლება ნაადრევი ეაკულაციისათვის ყველაზე ”არახელსაყრელ” პოზად.
ეაკულაციის კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე კარგ საშუალებად ითვლება, ამერიკელი სექსოპათოლოგების, მასტერსის და ჯონსის მიერ შემუშავებული მეთოდი. ორგაზმის მიღწევის კრიტიკულ ზღვარზე, 20-30 წამიანი სექსუალური სტიმულაციის შეჩერება, საგრძნობლად აცმირებს სექსუალურ აღზნებულებას და ახანგრძლივებს პერიოდს ეაკულაციამდე.