იმისათვის, რომ არ დავუშვათ პრობლემების წარმოქმნა წელს ქვევით, სულაც არ არის აუცილებელი სპორტულ დარბაზში განსხვავებული ვარჯიშით დაკავდეთ, ზიდოთ გირები ან ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი აბაზანები.
პრობლემები სისხლის მიმოქცევაში
ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, დაგვეხმრება 10 000 ნაბიჯი ყოველდღიურად (ამ ფუნქციას ასრულებს სმარტფონებში გადმოწერილი ნაბიჯების მზომი სპეციალური პროგრამა). თუკი მუდმივად საჭესთან გიწევთ ჯდომა, მაშინ თქვენს განუყრელ წესად უნდა იქცეს სარბენი ბილიკი ან კიბეებზე ფეხით ასვლა. ნაბიჯების რაოდენობა ბუნებრივია შემცირდება 2-2,5-ჯერ.
მიაქციეთ ყურადღება სისხლძარღვებს, რადგან კარგი მიმოქცევის შემთხვევაში , თქვენ უზრუნველყოფილი გექნებათ სასქესო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება.
თვად შეამოწმეთ საკუთარი თავი
თუ ქალისთვის აუცილებელია თქვეში ერთხელ სარძევე ჯირკვლების გადამოწმება, მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია სათესლე ჯირკვლების კონტროლი. შესაძლებელია როგორც წყალმანკისა და საზარდულის თიაქარის, ასევე ონკოლოგიური პრობლემის გამოვლენა. სხვათაშორის, ექიმთან დროული ვიზიტის შემთხვევაში მამაკაცების 95 % -ს შეუძლია განკურნება სათესლე ჯირკვლების სიმსივნისგან .
თვითგადამოწმებისას, შხაპის შემდეგ სათესლე ჯირკვლები მოსინჯეთ ხელით- ხშირ შემთხვევაში ორივეს ზომა 100 % -ით თანაბარია, დიდი სხვაობა მათ შორის არ უნდა იგრძნობოდეს. უნდა გამოირიცხოს შეშუპება, გმონაყარი და ტკივილი.
დასვენების დღეებში ეცადეთ გამოიძინოთ
სრულყოფილად ვერ დაისვენებთ, თუ მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ 4-5 საათი გძინავთ. სრულყოფილი ძილი არა მხოლოდ ნერვული სისტემისთვისაა სასარგებლო, არამედ ის უზრუნველყოფს ტესტოსტერონის გამომუშავებას.
ნუ დატოვებთ უყურადღებოდ საზარდულის ტკივილს!
თუ გაქვთ შემდეგი ხასიათის ტკივილები:
- სქესობრივი კავშირის დროს ან შემდეგ;
- შარდვისას ან მის შემდეგ;
- ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
- დეფეკაციის დროს;
აღნიშნული სიმპტომები გახლავთ პროსტატის მანიშნებელი, რომელიც ჩნდება მცირე მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევის დარღვევით. პროსტატის გამომწვევი შესაძლოა ასევე იყოს ნაწლავის ჩხირი, რომელიც ხვდება ჩვენს ხელებზე და ასევე საზოგადოებრივ ტუალეტებში.
ცნობისათვის, ნუ გამოიყენებთ ხელის საშრობს (თუ ეს შესაძლებელია), რადგან ის იზიდავს იქ არსებულ დაბინძურებულ ჰაერსა და ბაქტერიებს.
med.ge- ჯანმრთელობას გისურვებთ!