სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რატომ შეუძლია ქალს სექსის შემდეგ შეუყვარდეს პარტნიორი, მამაკაცს კი უბრალოდ უნდა გაგრძელება? ვეცდებით გავცეთ ამ კითხვებს პასუხი.

 

 

 

უკვე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სექსის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება ოქსიტოცინი - ბედნიერების ჰორმონი. ეს საჭიროა პარტნიორებს შორის ფსიქოლოგიური დაცვის მოსახსნელად და მათ შორის მეტი ნდობისწარმოსაქმნელად . სუსტი სქესის წარმომადგენელში ეს ჰორმონი უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ზუსტად ამიტომ არის, რომ მათ უფრო დიდი ალბათობით შეიძლება თავისი სექსუალური პარტნიორი შეუყვარდეთ.
მამაკაცებზე, ეს ჰორმონი სრულიად სხვანაირად მოქმედებს: მას მხოლოდ დაკმაყოფილების გრძნობა მოაქვს. სექსის დროს მამაკაცები დამატებით კიდევ ერთ ჰორმონს, დოპამინს იღებენ - სიამოვნების ჰორმონი. ზუსტად ამიტომ სურთ მათ სექსის შემდეგ გაგრძელება.

რა ხდება ქალის სხეულში სექსის დროს

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ სექსის დროს ქალის სხეულში მიმდინარე პროცესები. დამტკიცებულია, რომ ქალის ტუჩებზე 100 უფრო ბევრი ნერვული დაბოლოება არსებობს ვიდრე ხელის გულებზე. ამიტომ კოცნა ქალს განწყობას იმაღლებს. აგრთვე მატულობს ჰორმონების რაოდენობა და ქალური სექსუალურობა.

 

სექსოლოგები დაწმნუნებულები არიან: ქალის ორგაზმის მიღწევა მოდუნებაზე არის დამოკიდებული. ანუ, როდესაც ქალი სიამოვნების პიკს აღწევს, მან თავიდან უნდა ამოიგდოს აბსოლუტურად ყველა ფიქრი და სცადოს მოდუნება. მამაკაცისთვის ეს ფსიქოლოგიური ასპექტი არ არის მნიშვნელოვანი, ფიზიოლოგიურად მათვის ორგაზმის მისაღწევად არის საჭირო ფიზიკური სტიმულაცია .

სექსის სარგებლობა

ორგანიზმი ბლოკავს ტკივილის სიგნალებს, რომელიც ტვინში გადაეცემა. ეფექტი შეიძლება შევადაროთ გამაყუჩებლების დიდი დოზით ზემოქმედებას.

 

რეგულარული სექსი ხელს უწყობს იმ ტვინის უჯრედების გამრავლებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერების და სწავლის პროცესებზე. სექსის დროს სისხლი დიდი რაოდენობით მიეწოდება თავის ტვინს და ხელს უწყობს მის მოქმედებას.

 

აქტიური და ვნებიანი სექსის დროს იწვის ზედმეტი კალორიები. სექსი არის მშვენიერი ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმისათვის.

 

სექსის დროს უმჯობესდება სისხლის მოძრაობა. გარდა ამისა ვარჯიშდება ფილტვები და გულსისხლძარღვთასისტემა.

 

მთავარი პლიუსი, სექსი ჩვენ უფრო ბედნიერებს გვხდის. სრულფასოვანი და ხარისხიანი ინტიმური ცხოვრება ზრდის თვითშეფასებას და ადამიანს უფრო დარწმუნებულს ხდის თავის თავში, აუმჯობესებს ხასიათს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player