სამკურნალოდ გამოიყენება ლობიოს პარკების ჩენჩო. ის შეიცავს ტრიგონელინს, ანუ ბეტოინს, არგინინს, ტიროზინს, ლევიცინს, დიზინს, ამინომჟავებს, ასპარაგინსა და ხოლინს, ასევე 50 პროცენტ ფემიცელულოზას.
წითელი ქარით გამოწვეული ანთების დროს, მტკივან ადგილზე დაიყარეთ ლობიოს ჩენჩოს დაფქული მასა. რევმატიზმის და თირკმელების დაავადებისას გამოწვეული წყალმანკის დროს, როგორც შარდმდენი საშუალება, კარგია შემდეგი ნაყენი: 30 გრამ დაქუცმაცებულ ლობიოს ჩენჩოს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, წამოადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ნახევარი ჩაის ჭიქა. ლობიოს ჩენჩო მოცვის ფოთლებთან ერთად ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ეს ნაყენი კარგია კუჭქვეშა ჯირკვლის სამკურნალოდ, ასევე, შაქრიანი დიაბეტის დროს. თირკმელების ანთების დროს ლობიოს ჩენჩოს და სიმინდის ულვაშს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ და ნახარში დალიეთ ყოველი ჭამის შემდეგ ერთი ყავის ჭიქის ოდენობით.