სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რევმატიზმის და ათეროსკლეროზის დროს ჭინჭრის ნახარში დალიეთ

 

 

ჭინჭრის ფოთლებში არის ვიტამინები, კაროტინი, ქლოროფილი. ის გამოიყენება როგორც სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალება, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს. ამისთვის საჭიროა, ჭინჭარი დანაყოთ და წვენი გამოწუროთ. 15-20 წვეთი ჭინჭრის წვენი ჩაასხით ერთ ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში ოთხჯერ. ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ჭინჭრის ფოთლების ნახარშს აქვს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო თვისება. ჭინჭარი, ასევე, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. ის რეკომენდებულია რევმატიზმის, ათეროსკლეროზის, ეგზემის, კუჭის შეკრულობის დროს. ასევე, კარგია მისი ნახარშის გადავლება თმაზე თმისცვენის დროს. ნახარშის მისაღებად, ოთხ ან ხუთ ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ გაცივებამდე თავდახურულ ჭურჭელში. თმისცვენის შესაჩერებლად კი ას გრამ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ნახევარი ლიტრი ძმარი. ხარშეთ ნახევარ საათს ნელ ცეცხლზე. ძილის წინ, საპნის გარეშე, ამ ნახარშით დაიბანეთ თმა.


მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player