უშვილობა რეპროდუქციული სისტემის დაავადებაა, როცა ქალს ან მამაკაცს ან ორივეს არ შეუძლია ბავშვის ჩასახვა ერთი წლის განმავლობაში დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ. ჩასახვა შეიძლება ადვილ პროცესად იქნას მიჩნეული, მაგრამ ხშირად ასე არაა. წყვილების დაახლოებით 10-15% მათი რეპროდუქციული ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ბუნებრივი ჩასახვის პრობლემას აწყდება.
წყვილების უმეტესობა ორსულობას იღებს მცდელობის პირველი წლის განმავლობაში, ზოგიერთ წყვილთან ჩასახვა მეორე წელს ხდება, ზოგს კი არ შეუძლია ჩასახვა და რეპროდუქტოლოგს მიმართავს დახმარებისთვის.
ექსპერტების აზრით, რეკომენდირებულია მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ ჩასახვა არ მომხდარა 12 თვის განმავლობაში. რაც უფრო ადრე მიმართავთ დახმარებას, მით უფრო მალე მიიღებთ დადებით შედეგს ხელმისაწვდომი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის საშუალებით. თუ უშვილო ბრძანდებით, ნუ დაკარგავთ იმედს, რადგან ხელმისაწვდომია რამდენიმე სამკურნალო მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ შვილის ყოლის ოცნების ახდენაში. რეპროდუქციული ტექნოლოგიის დახმარებით, ახალშობილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.
უშვილობა შეიძლება ნებისმიერს შეეხოს: უშვილობის მიზეზების ერთი მესამედი შეიძლება მამაკაცის ფაქტორით იყოს გამოწვეული, ერთი მესამედი - ქალის ფაქტორით, ხოლო შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში მიზეზი აუხსნელია. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს უშვილობას, მოიცავს შემდეგს:
ქალების შემთხვევაში:
- ოვულაციის დარღვევა
- გენეტიკური პრობლემები
- მილების გამტარიანობის მოშლა ან გადაკეტვა
- ენდომეტრიოზი
- წინათ განხორციელებული ქირურგიული ჩარევა საკვერცხეზე ან საშვილოსნოს ყელზე
- საშვილოსნოს ფიბრომები
- მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება
- ქიმიოთერაპია ან სხვა თერაპია, რომელმაც შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს
მამაკაცების შემთხვევაში:
- სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა
- ვარიკოცელე
- გარკვეული ჰორმონალური პრობლემები
- გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები.
გარდა ამისა, ასაკის მატება უშვილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქალებსა და მამაკაცებშიც, არასრულფასოვან კვებასთან, მოწევასთან, ალკოჰოლის მიღებასთან, ლუბრიკანტების გამოყენებასთან, ემოციურ სტრესთან, ზედმეტ და დაბალ წონასთან ერთად. უშვილობის შეფასების მიზნით თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს სკრინინგ-ტესტები, ისტორიისა და სამედიცინო შემოწმების, ჰისტეროსალპინგოგრამის, ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევისა და სპერმოგრამის ჩათვლით და ამ სკრინინგ-ტესტების შედეგების საფუძველზე, გასცემს რეკომენდაციებს მკურნალობასთან დაკავშირებით.
უშვილობის მკურნალობის მეთოდები
რეპროდუქციის სკანდინავიურ ცენტრში ცენტრში ჩვენ პაციენტებს ინფორმაციას ვაწვდით ბუნებრივი რეპროდუქციული პროცესის შესახებ, თუ რა მიზეზებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და მათთვის ხელმისაწვდომი მკურნალობის მეთოდების შესახებ ხელოვნური ჩასახვისთვის.
ჩვენ გთავაზობთ უშვილობის მკურნალობის კომპლექსურ მეთოდებს, ინ-ვიტრო განაყოფიერების, სუროგაციის, საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის, კვერცხუჯრედის დონაციისა და გაყინული ემბრიონის გადატანის ჩათვლით.
ზემოაღნიშნული მკურნალობის მეთოდები რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უშვილობა არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, რადგანაც ოვულაციის დარღვევისა და ჰორმონალური პრობლემების ზოგიერთი შემთხვევა ხშირად იკურნება მედიკამენტებით.
დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.