სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თვლით, რომ მშვენიერი დიასახლისი ხართ? ამაყობთ კულინარიული ტალანტით და ოჯახში სიმყუდროვის შექმნის ნიჭით? ეს ყველაფერი, უდავოდ, პატივსაცემი და ძვირფასია მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი მამაკაცის შთაგონებისათვის.

 

თუ გსურთ გახდეთ მამაკაცის შთაგონების წყარო, დაფიქრდით: როგორია მუზა, რა შთააგონებს მას „გმირობა“ ჩაიდინოს?! ჩამოწერეთ სიტყვიერი პორტრეტი. სცადეთ დაინახოთ და შეაფასოდ ის საწინააღმდეგო სქესის თვალით. თქვენ რომ მამაკაცი იყოთ, შთაგაგონებდათ თქვენს მიერ წარმოდგენილი მუზა? ეგებ, რაიმეს დამატებაა საჭირო? დაფიქრდით, რა თვისებები გაგაჩნიათ, რა არის შესაცვლელი და რისი სწავლა არის საჭირო.



ყველა ადამიანი ინდივიდუალურობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მამაკაცებისათვის დამახასიათებელი რამდენიმე თვისება, რომელთა საფუძველზე შეიძლება „შთაგონების ფორმულის“ შედგენა:

მადლიერება

გამოხატეთ მადლიერება ყველაფრისათვის, რაც თქვენთვის კეთდება - თუნდაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვრილმანი იყოს.

მხარდაჭერა

მხარი დაუჭირეთ, გაამხნევეთ და დაარწმუნეთ თქვენი მეორე ნახევარი, რომ მისი წარმატების გჯერათ.

ურთიერთობა

ამოშალეთ თქვენი ურთიერთობებიდან „უნდა“ და „ვალდებულია“: ნებისმიერი ასეთი მოთხოვნა ახშობს შთაგონებას. ხოლო, თავისუფლების შეგრძნება მას, თქვენთვის, რამის გაკეთებისკენ უბიძგებს და ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ისტერიკა და ულტიმატუმი.

მიიღეთ ისეთი როგორიც არის

ქალები, ხშირად, ცდილობენ მამაკაცის „გადაკეთებას“ დახვეწის მიზნით.

 

გახსოვდეთ! მკაცრი მასწავლებლის როლი, მკვეთრად განსხვავდება ჰაეროვანი მუზისაგან. მიიღეთ თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის. სცადეთ „ნაკლოვანებების“ იგნორირება და გააკეთეთ აქცენტი მის საუკეთესო თვისებებზე.

იმისათვის, რომ ჭეშმარიტად შთააგონოთ მამაკაცი, უნდა იქცეთ მის მუზად.
გისურვებთ წარმატებებს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player