ძნელია თავიდან მოიშორო ისეთი თვისება, რომელიც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლის, მაგრამ შეიძლება მისი შეცვლა სასიკეთოდ.
მიზნის ჩამოყალიბა
დაისახეთ რეალური მიზანი. გაიაზრეთ: რა არის საჭირო მისი რეალიზაციისათვის.
ბუნდოვანი მიზნებია: ,,მინდა დიდი ხელფასი მქონდეს’’, ,,კარგი იქნებოდა ბინის შეძენა’’; ,,მინდა ვიყო მწერალი’’ და ა.შ. რეალური მიზნებია: ,,მინდა ვიყიდო ბინა. ამისათვის საჭიროა თვეში მქონდეს გარკვეული თანხა. ეს შესაძლებელია, თუ მექნება მაღალანაზღაურებადი სამსახური’’. ბოლო ფრაზა არის კონკრეტული მიზანი, რომელიც გიბიძგებთ გაარკვიოთ, როგორ ვიშოვოთ ეს ,,მაღალანაზღაურებადი სამსახური’’, ან რამდენ ხანშია შესაძლებელი ამის რეალიზება?
ამიტომ, მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ ასეთი მოთხოვნა: ,,შესრულებული სამუშაო თანხის რა რაოდენობას მომიტანს თვის ბოლომდე’’?
მიიღეთ გადაწყვეტილება.
მუდმივად სხვისი მითითებებით ცხოვრება - უმოქმედობის საწინდარია. უდაოდ, უნდა გაითვალისწინოთ სხვისი აზრიც, მაგრამ პასუხისიმგებლობა - თქვენზეა.
ხელის შემშლელი ფაქტორები
კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ: რისი მიღწევა გსურთ, რას ვერ აკეთებთ და რა გიშლით ამაში ხელს. განსაზღვრეთ: რისი შეცვლა შეგიძლიათ. იყავით რეალისტები: ნუ დახარჯავთ დროს იმაზე, რაც თქვენს ძალას აღემატება. გაითვალისწინეთ სხვისი გამოცდილება, მაგრამ მხოლოდ ამით ნუ იხელმძღვანელებთ.
თავის თავში დარწმუნება
თავდაპირველად დასახეთ პატარა მიზნები (პირველი შეხედვით თუნდაც უმნიშვნელო): დილას ადრე ადგომა, ძილის წინ გასეირნება და სხვა. ასეთი მიზნების განხორციელება უფრო თავდაჯერებულს გაგხდით და ნებისყოფა გამოგიმუშავდებათ.
ნებისყოფა, თვითკონტროლი, ინიციატივა, განვითარება.
ნუ გადადებთ ხვალინდელი დღისათვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. გადადებული საქმე ,,მეხვალიეთ’’ გაქცევთ და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ადამიანი ხშირად იტყუებს თავს: ”დღეს საკმარისად ვიმუშავე, ხვალ გავაგრძელებ და დავამთავრებ”, ან ,,უფრო უკეთესად გავაკეთებ’’ და ა.შ.”.
საქმის დაწყებამდე დაგეგმეთ შესრულების რეალური ვადები. დაყავით დიდი პროექტი ნაწილებად და ეცადეთ შეასრულოთ გარკვეულ პერიოდში. პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიღწვებიც კი საფუძველს უყრის წარმატებას.
ცოდნა
ხშირად გვეშინია, რომ არა გვაქვს სათანადო ცოდნა, რაღაც არ გამოგვივა, ან სხვები უკეთესად აკეთებენ საქმეს. ეს განცდა გვაფერხებს, მორიდებულს გვხდის და თვითდაჯერებას გვიკარგავს. პირველივე სირთულე უმწეო მდგომარეობაში გვაგდებს. ადვილად ვნებდებით: გვეშინია შეკითხვის დასმა, ან შეკითხვაზე პასუხის გაცემა. სამწუხაროდ, ყოველივე ეს ხელს გვიშლის წინსვლაში.
როგორც ამბობდა ჯ.დარელი: ”თუ რამე არ იცი, იკითხე და როგორც პატარა ბავშვს -ისე აგიხსნიან”. აქედან სარგებელი ორგვარია: 1. გაიგებთ იმას, რაც ადრე არ იცოდით; 2. გარშემომყოფნი კი თქვენს მიერ სიმპათიით განეწყობიან - თქვენ ხომ ისინი უფრო მცოდნეებათ ჩათვალეთ!
ეცადეთ მიმართოთ პროფესიონალს.
პრქტიკული საქმიანობა
თქვენი იდეის განსახორციელებლად და წარმატების მისაღწევად აუცილებელია ცოდნისა და ინფორმაციის სრულად ფლობა.
მაგრამ, მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი: მიღებული ცოდნა უნდა ემსახურებოდეს პრაქტიკულ მიზნებს.