ქალისა და მამაკაცის განსხვავება ქცევებსა და მანერებში, შეგვიძლია ყოველდღიურ წვრილმანებში ვიპოვოთ. თუ თქვენ ეს მანამდე არ შეგიმჩნევიათ , მაშინ ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ ყველაზე თვალში საცემი ჩვევების შესახებ:
1. მოსმენა:
ქალებს, კაცებზე უკეთ აქვთ განვითარებული სმენა. ქალის ტვინი ისეა დაპროგრამებული, რომ მგრძნობიარედ აღიქვამს ბავშვის ყვირილს. კაცებს კი როგორც წესი ღამით არაფერი ესმით და არხეინად აგრძელებენ ძილს. კატის კნავილის ხმას ქალი პირველი იგებს, მაგრამ მამაკაცი უკეთ განსაზღვრავს ორიენტაციას და ადვილად იგებს მის სამალავს.
2. ხალათის შეკვრა:
ქალბატონები ხალათს წელის გარშემო შემოვლებულს კრავენ, ხოლო მამაკაცები- თეძოებზე. შესაძლოა ამის მიზეზი გახლავთ წელის ხაზგასმა, რაც კაცებისთვის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს.
3. ტანსაცმლის გახდა:
ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად იხდიან ტანსაცმელს. მამაკაცი ძირითადად მხრებზე გადაიგდებს ხელებს და ზურგიდან ექაჩება საყელოს. ქალები კი წინ გადააჯვარედინებენ ხელებს და გვერდების აწევით იწყებენ ზედატანის გახდას. ხშირ შემთხვევაში მათი ტანსაცმელი უკუღმაა ამობრუნებული. ამ ჩვეულების მიზეზი ის გახლავთ, რომ ქალის ტანსაცმელი ძირითადად სხეულთან მომდგარია, განსხვავებით მამაკაცებისა.
4. ჯდომის მანერა:
ქალი ზის ძირითადად ფეხიფეხ გადადებული ან მოხდენილად მოხვევს ერთ ფეხს მეორეს. კაცი კი კომფორტულად მაშინ გრძნობს თავს, თუ სავარძელზე განრთხმულია და ფეხები ფართოდ აქვს გადაშლილი, რითაც თავისი მამაკაცურობის დემონსტრირებას ახდენს. ამ განსხვავების მიზეზი რა თქმა უნდა სამოსია.
6. მარჯვენა და მარცხენა:
მამაკაცები არასდროს არ ურევენ ერთმანეთში მარჯვენას და მარცხენას. ქალების უმრავლესობას, რომ ვკითხოთ გვაჩვენოს მისი მარჯვენა ხელი, ის ჯერ დაფიქრდება, გაიხსენებს რომელი ხელით წერს და შემდეგ გვიპასუხებს. ამიტომ მთელ მსოფლიოში კაცები ბრაზდებიან ქალებზე, როცა ისინი მითითებაზე- „აქ მარცხნივ", გულისხმობენ „მარჯვნივ".
7. პრობლემის დაძლევა
როცა ქალს პრობლემები აქვს, ის ამაზე დაუსრულებლად საუბრობს დედასთან, დაქალებთან, ქმართან, ავტობუსში - თანამგზავრთან. ის წერს დღიურში, სმს-შეტყობინებებში, პოსტებში. რაც მეტს განიხილავს ამ პრობლემას, მით მეტად ეშვება გულზე. თითქოს ამით ნაწილდება ეს სატკივარი სხვებზეც, მცირდება და აღარ არის საშიში.
კაცს როცა აწუხებს რაღაც, ის რთავს ფეხბურთს, მოკალათდება სავარძელში და დუმს. კაცისთვის აუცილებელია განერიდოს უსიამოვნებას, რომ მოიხსნას სტრესი. როგორც კი შემსუბუქდება მდგომარეობა, შემდეგ იწყებს გამოსავალის ძიებას. ამ ყველაფერს მამაკაცი უმკლავდება მარტოდმარტო! რჩევები და ჩარევა მის საქმეში მიგვიყვანს კონფლიქტამდე!
თუკი მამაკაცის მისიაა იზრუნოს უსაფრთხოებაზე, ქალის არის- კომფორტზე ზრუნვა. ერთის მხრივ ეს უმნიშვნელო, მაგრამ სასიამოვნო განსხვავებები განაპირობებს ტკბილ ურთიერთობებს და ამყარებს წესრიგს. სხვათა შორის, სწორედ ამიტომაც მამაკაცმა არასოდეს იცის, სად დევს მაკრატელი და მარილი. ხოლო ქალბატონები, საოცარი არსებები არიან- მათ ყოველთვის ახსოვთ ამის შესახებ!
Med.ge მყუდრო ოჯახურ ცხოვრებას გისურვებთ!