მალე ახალი წელი დადგება და როგორც წესი, ყველა ცდილობს მოასწროს მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება. ახალი ცხოვრების დასაწყებად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საჩუქრებსა და მენიუზე ზრუნვა, არამედ პოზიტიური განწყობის შექმნაც. გთავაზობთ ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის ნუსხას, რომელთა შესრულებაც ახალი წლის დადგომამდე აუცილიბელია.
კარგად დაიმახსოვრეთ გასული წლის შეცდომები
ყველა წელს თავისი წარმატება და მარცხი აქვს. დაიმახსოვრეთ ყველა ის განცდა, რამაც ძალა და სიბრძნე შეგმატათ. აპატიეთ სხვებს შეცდომები და მოუხადეთ ბოდიში მათ ვისაც გასულ წელს გული დაწყვიტეთ.
განთავისუფლდით ძველისგან
ყველას გვაქვს წლის მანძილზე დაგროვილი უსარგებლო ნივთები. ენერგეტიკის თვალსაზრისით, ასეთი ნივთები მხოლოდ აფუჭებენ ინტერიერს და ბლოკავენ ახალი და სასარგებლო ნივთების შემოსვლას თქვენს სახლში. სახლის დალაგებისას, თავიდან მოიშორეთ ძველი ტანსაცმელი და ყველა ის ნივთი, რომლებიც დიდხანს გემსახურნენ ერთგულად, მაგრამ უკვე გაუვიდათ ვადა. კარადებში ბევრი თავისუფალი ადგილი გაჩნდება, თქვენ კი, სიმსუბუქის სასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ.
გაისტუმრეთ ვალები
თუ ფული გაქვთ ნასესხები ან ნივთი ითხოვეთ ვინმესგან, აუცილებლად დააბრუნეთ ახალი წლის დადგომამდე. ვალის დაბრუნებით, თქვენ არასასიამოვნო ვალდებულებისგან განთავისუფლდებით და თავსაც თავისუფალ ადამიანად იგრძნობთ. იმ შემთხვევსი კი, თუ სხვას მართებს თქვენი ვალი, ნუ მოგერიდებათ და თხოვეთ უკან დაბრუნება.
გადადგით ნაბიჯი სასიამოვნო ცვლილებებისკენ
ახალი წელი ბევრისთვის ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება, ასე რომ, კარგი იქნება ახალ წელიწადს თქვენც "განახლებული" შეხვდებით. გაანებივრედ საკუთარი თავი, ესტუმრეთ სილამაზის სალონს და შეავსეთ გარდერობი ახალი შენაძენით – ეს აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას.
გაუკეთეთ საჩუქრები ახლობლებს
ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევისას ნუ აჩქარდებით და კარგად მოიფიქრეთ რა გაახარებთ მათ ყველაზე მეტად, მერე კი სია შეადგინეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ და ბოლო წუთს არ მოგიწიოთ მაღაზიებში სირბილი.