სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დილა – დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ აუცილებელია მისი სწორად ორგანიზება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენი დილა დაიწყოს ეფექტურად ხოლო დღემ კი პროდუქტიულად ჩაიაროს.

 


განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ამოცანები


ერთი შეხედვით, მთელი დღის საქმეების ჩამოწერა არაფრის მომცემი საქმიანობაა, რადგან გეგმები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს- გაუთვალისწინებელი მოულოდნელობებით. თუმცა, ფსიქოლოგები ყველაფრის მიუხედავად გვირჩევენ გამოვნახოთ დილით რამდენიმე წუთი და ის ამოცანები ჩამოვწეროთ ფურცელზე, რომელთა შესრულება პირველ რიგში მოგვეთხოვება. სპონტანურობა, როგორც აღმოჩნდა ყოველთვის სასარგებლო არაა და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ყველგან დაგვიანება ახასიათებს. ფურცელზე დაფიქსირებული მიზნები კი, პირველი ნაბიჯია პუნქტუალურობისკენ. გარდა ამისა, სპეციალისტები არა მარტო მიზნების ნუსხის შედგენას, არამედ ფურცლისთვის ჩვენი მოტივაციის გაზიარებასაც გვთავაზობენ, რაც დაგვეხმარება ყურადღება არ მივაქციოთ ყოველდღიურ რუტინას და უფრო შემართულმა ვიბრძოლოთ მთავარი მიზნის მისაღწევად.


განთავისუფლდით პრობლემებისგან


აუცილებელია ყოველი ახალი დღე სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ – ეს მთავარი წესია, რომლის გარეშეც პროდუქტიული მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. შეეცადეთ ყველა პრობლემა გუშინდელ დღეს დაუტოვოთ, მთელი ყურადღება კი, სხვა რამეზე გადაიტანეთ – დატკბით ახალი დღის დასაწყისით. დაანებეთ თავი გუშინდელ კონფლიქტებზე, წყენაზე და ყველა იმ ნეგატიურ მოვლენებზე ფიქრს, რომლებიც დისკომფორტს გიქმნიან. წარსული -წარსულს ჩაბარდა, ხოლო აწმყო დაიწყეთ ღიმილით!
ივარჯიშეთ
მართალია, დილის ვარჯიშები არც ისე ეფექტურია, როგორც ბევრს ჰგონია მაგრამ გამოფხიზლება მიუხედავად ყველაფრისა მაინც შეუძლია. მეტიც, ვარჯიშები დღის პირველ ნახევარში მთელი დღით "გვამარაგებენ" ენერგიით და კიდევ ერთ მიზეზს გვეძლევა ვიამაყოთ ჩვენი ნებისყოფით. გარდა ამისა, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დილის ვარჯიშები არა მარტო ენერგიით გვავსებენ, არამედ გვეხმარებიან განვთავისუფლდეთ გასული დღის სტრესისგან. ასე რომ, თუ ჩვევად აქცევთ დილის ფიზიკურ დატვირთვებს, ყველა შანსი გაქვთ, რომ ახალი დღე მშვენიერი განწყობით დაიწყოთ !


მიაქციეთ ყურადღება საუზმეს


დილის საუზმე ბევრისთვის პრაქტიკულად შეუსრულებელი მისიაა, რადგან ზოგჯერ ახალგაღვიძებულზე ერთი ლუკმის გადაყლაპვაც კი, შეუძლებელია. თუ გსურთ, რომ ენერგია მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნოთ, დილაობით საკვები აუცილებლად უნდა მიირთვათ. როგორც აღმოჩნდა, ის, ვინც უარს ამბობს საუზმეზე უფრო მეტადაა მიდრეკილი სტრესისკენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ, დეპრესიისკენ და იმუნიტეტის შესუსტებისკენ. მითუმეტეს, თუ თქვენ ფიგურის შენარჩუნებაზე ზრუნავთ.
ამიტომ, დილის კვება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. პირველ რიგში დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რაც დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში, მიიღეთ შხაპი, ჩაიცვით და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუზმეთ, ამ პერიოდში ყველა ორგანო მოასწრებს "გაღვიძებას" და ნორმალურ ფუნქციონირებას.

განეწყვეთ სამუშაო რეჟიმისთვის


დილის რიტუალების ჩატარების შემდეგ გრჩებათ ყველაზე მთავარი – განეწყოთ სამუშაო რეჟიმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რჩევა საკმაოდ აბსტრაქტულად ჟღერს, მისი შესრულება მაინც აუცილებელია დილის რიტუალების დასასრულებლად. მაშ ასე, კარგად დაფიქრდით, რა განგაწყობთ ყველაზე მეტად მუშაობისთვის. ნებისმიერი ადამიანისთვის ამგვარი პროცესი აბსოლუტურად ინდივიდუალურია – შესაძლოა ამაში ტანსაცმლის არჩევა დაგეხმაროთ ან რამდენიმე წუთიანი ფიქრი შესასრულებელ საქმეზე, მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებთ, მთავარია მოდუნებული მდგომარეობიდან გამოხვიდეთ და განეწყოთ მუშაობისთვის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player