სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მარტივი და ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელო მათთვის , ვისაც უნდა რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება და მიაღწიოს წარმატებას. ავტორი - ჯეიმს ალტუშერი ( პროგრამისტი , ინვესტორი , ბიზნესმენი).

 

 

საკუთარი თავის ცვლილება

ყოველ დღე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ : განაგრძოთ გზა თუ დაბრუნდეთ უკან . თქვენ ყოველ დღე ცვლით თქვენ თავს. ცხოვრება მოძრაობაშია.

ნოლიდან დაწყება

ყველა კატეგორია წარსული ცხოვრებიდან მხოლოდ - ამაოებაა. თქვენ იყავით ექიმი? ელიტურ სასწავლებელში სწავლობდით? თქვენ გქონდათ ბევრი ფული? გყავდათ ოჯახი? არავის არ აინტერესებს. თქვენ დაკარგეთ ყველაფერი. ნუ ეცდებით იცხოვროთ წარსულით და დაუმტკიცოთ გარშემო მყოფებს, რომ რაღაცას წარმოადგენთ.

თუ არ გაგაჩნიათ ვნება რამის მიმართ ნუ იდარდებთ

თქვენ გაქვთ სურვილი იყოთ ჯანმრთელი. დაიწყეთ აქედან, პატარა ნაბიჯებით. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ არ არის აუცილებელი იყოთ ფანატიკოსი. გააკეთეთ თქვენი საქმე სიყვარულით და წარმატება მოვა თავისთავად.

თქვენი თავის შესაცვლელად საჭიროა 5 წელი

- პირველი წელი: თქვენ ოცნებობთ, კითხულობთ ყველაფერს და იწყებთ რაღაცის კეთებას;
- მეორე წელი: თქვენ იცით, ვის და რაზე უნდა ელაპარაკოთ, ვისთან დაამყაროთ კავშირები. თქვენ ყოველ დღე ხართ დაკავებული საყვარელი საქმით, ხედავთ სამომავლო პერსპექტივებს;
- მესამე წელი: თქვენ უკვე საკმაოდ მძლავრად დგახართ ფეხზე იმისთვის, რომ ფულის გამომუშავება დაიწყოთ.
- მეოთხე წელი: თქვენ კარგად ხართ უზუნველყოფილი ფინანსურად;
- მეხუთე წელი: თქვენ აგროვებთ კაპიტალს.

თუ თქვენ აკეთებთ სწრაფად ან ნელა, ესეიგი აკეთებთ არა სწორად

კარგი მაგალითია - Google

ფული არ არის მიზანი.

ფული - მაჩვენებელია.

როგორ ვიშოვნი ფულს?

- მესამე წლისათვის თქვენ დახარჯული გექნებათ 5 000 - 7 000 საათი. ეს სავსებით საკმარისია, რომ მსოფლიოტოპ 200 -300 მოხვდეთ. ნებისმიერ დარგში. ტოპ 200 -ში ყოფნა უკვე საკმარისია "საკვები" ფულის საშოვნელად.
- მეოთხე წლისათვის, თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მასშტაბები და თქვენი ფინანსური შემოსავლები.
- მეხუთე წელს თქვენ შეხვალთ ტოპ 30, ნა ტოპ 50, ასე რომ უნდა შეძლოთ დიდი ქონების დაგროვება.

როგორ მივხვდე რითი ჯობია რომ დავკავდე? 

ეს არის ნებისმიერი დარგი, რომელშიც დარწმუნებული ხართ რომ წაიკითხავთ 500 წიგნს. წადით მაღაზიაში და იპოვნეთ ის. თუ სამი თვის შემდეგ მიხვდებით, რომ მოგბეზრდათ - დაბრუნდით და დაიწყეთ თავიდან.

რა თქმა უნდა, წარმატება შეცდომებზე კარგია, მაგრამ საუკეთესო გაკვეთილებს შეცდომებზე ვღებულობთ.

გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, ხვალ თქვენი ბიოგრაფიის ნაწილი იქნება.

მიიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და თქვენი ბიოგრაფიაც საინტერესო იქნება.

რა ვქნა, თუ ჩემი მეგობრები არ დამიჭერენ მხარს?

ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მხარს უჭერს თავის მეგობარს.

რა ვქნა თუ მე დროისტარება უფრო მიზიდავს? 

წაიკითხეთ ეს ტექსტი ერთი წლის შემდეგ და ნახეთ რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში.

რა ვქნა თუ არ მაქვს სათანადო ცოდნა და დიპლომი? 

დაიწყეთ ყველაფერი თავიდან.

რა ვქნა თუ მე ვგრძნობ თავს აუტსაიდერად ?

ალბერტ აინშტაინი იყო აუტსაიდერი . არავინ არ აიყვანდა მას სამსახურში.

რა ვქნა თუ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს? 

ცვლილებები მიზნისაკენ, წაახალისებს თქვენ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით: დოპამინი , სეროტონინი ,ოკსიტოცინი . იმოძრავეთ წინ და თუ სრულიად არ განიკურნებით , თავს მაინც უკეთესად იგრძნობთ.
მეტი გეძინოთ, უკეთესად იკვებეთ, დაკავდით სპორტით.

რა ვქნა თუ მორცხვი ვარ ბუნებით? 

გადააქციეთ თქვენი სისუსტე ძლიერ მხარედ. ინტროვერტებს შეუძლიათ უკეთ მოსმენა, კონცენტრაცია, მათ აქვთ ნიჭი კეთილად განაწყონ ადამიანები თავის მიმართ.

რა ვქნა თუ ორი მიმართულება მიტაცებს?

ეცადეთ გააერთიანოთ ორივე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player