ხშირად ადამიანში ავადმყოფობის გამომწვევი მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემებია. ვისაც ხანგრძლივი სტრესი აქვს, უვითარდება ფობია, შინაგანი ორგანოები უავადდება და ეს ავადმყოფობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება. დეპრესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მაღალი წნევითა და ინფარქტითაც კი ინიღბება.
მან შესაძლოა, კუჭის წყლული და შარდვის პრობლემებიც გამოიწვიოს. დაფარული დეპრესიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. როგორც გაირკვა, ნერვების მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი ბევრი დაავადებისგან თავისთავად იკურნება.
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რითიც შეიძლება, გავიგოთ, რომ დეპრესია გვიტევს, გვიჭირს და
დროულად უნდა ვიმოქმედოთ. კერძოდ, ამ დროს გვეუფლება ცუდი გუნება-განწყობა, ორგანიზმი დუნდება, კარგავს კონცენტრაციის უნარს, გაღვიძებული თავს სუსტად გრძნობთ, ცუდი აზრები გიტრიალებთ თავში, ადვილად ღიზიანდებით. შესაძლოა, დეპრესიის მიზეზი რეალურად სულაც არ არსებობს, მაგრამ ადამიანი მაინც ავადდება. თუ უძილობა გაწუხებთ ან დღე ძილი გინდათ და ამას დროდადრო ტკივილის შეგრძნებაც ერთვის, საქმე სერიოზულადაა. თუ კონფლიქტის შემდეგ კუჭი გტკივდებათ, ესეც დეპრესიის ნიშანია. ასეთ დროს, ასევე, ხშირია თვითმკვლელობაზე ფიქრიც. შენიღბული დეპრესიის დროს ძალიან ძნელია მკურნალობა. ანტიდეპრესანტები ამ დროს ვერ გიშველით. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, კერძოდ, ფსიქოთერაპია და ინდივიდუალურად შერჩეული პრეპარატები. დეპრესიის დროს კარგია სპორტული ცხოვრების წესის დაცვა, სეირნობა, ქალაქგარეთ გასვლა, სრულყოფილი ძილი, მეგობრებთან გართობა და სხვა. ასევე, დეპრესიის დროს მიიღეთ B და C ვიტამინების კომპლექსი.
მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ