სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

უნდა ჭამოს თუ არა ფეხმძიმემ მჟავე საკვები ორსულობის პერიოდში ჰორმონების გამომუშავება განსაკუთრებით აქტიური და არათანაბარია, რაც ზეგავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე და, შესაბამისად, ორგანიზმის მოთხოვნილებაზე ამა თუ იმ ელემენტის მიმართ.

 

რომელიმე კონკრეტული საკვების დაუოკებელი სურვილი ხშირად ვიტამინების ან მინერალური ნივთიერებების დეფიციტზე მიუთითებს. მაგალითად, მჟავე კომბოსტო შეიცავს არცთუ ისე ცოტა კალიუმს, რომელიც სუფრის მარილის შემადგენელ ნატრიუმს მნიშვნელოვან და ჯანსაღ კონკურენციას უწევს. მისი მიღებით ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსის აუცილებელ წონასწორობას აღადგენთ. თუ ფეხმძიმე ქალი ზეთისხილს ხშირად მიირთმევს, მიზეზი აქაც მარილის მოთხოვნაა. თუმცა ზეთისხილს ხშირად ისინიც მიირთმევენ, ვისაც ფარისებრი ჯირკვლების აქტივობა დაქვეითებული აქვს. ფეხმძიმეებისთვის ეს მოვლენა კი ჩვეულებრივია და დროებითი. აუცილებლად მიიღეთ ამ დროს ზღვის პროდუქტები, რადგან ისინი იოდს შეიცავენ. თუ ფეხმძიმეს კალციუმი აკლია, ის ბანანს ეტანება... ასეთ დროს, ასევე, კარგია მწვანე სალათის, მზესუმზირის, პომიდვრის, ქაშაყის მიღება. აუცილებლად ებრძოლეთ კალციუმისა და ფოსფორის დეფიციტს. ფოსფორი და კალციუმი განსაკუთრებით კომბოსტოშია უხვად. ასევე, უმარილო ყველში, რძეში და რძემჟავა პროდუქტებში, მაგალითად, მაწონში, კეფირში, ხაჭოში, ნადუღში. ნაჯერი ცხიმების სიჭარბის დროს კი ფეხმძიმე ვაშლს ეტანება. ეს ხილი სასარგებლო მინერალების წყაროა, კერძოდ კი კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და კალიუმის. ის შეიცავს, ასევე, პექტინს, რომელიც ორგანიზმს წმენდს. ფეხმძიმობის პერიოდში მჟავეს მოთხოვნილება შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე მიუთითებდეს. ამიტომ მიირთვით ცხელი კერძები დღეში რამდენჯერმე. ჭამის შემდეგ კი კარგია, თუ ერთ ჩაის კოვზ ასკილის სიროფს დააყოლებთ. მასალა მოგვაწოდა ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი ”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player