ფოტო პროექტი, რომლეშიც ნაჩვენებია ნაყოფის განვითარება კვირების მიხედვით.
ორსულობა:ნაყოფის განვითარების პირველი ტრიმესტრი (4 კვირა) ყალიბდება ბავშვის თავი, გული, ხელები, ფეხები, ტვინი და ხერხემალი. ულტრაბგერითი კვლევისას ჩანს სისხლის მიმოქცევა. |
||
ორსულობის 6 კვირაგულს უკვე ოთხი განყოფილება აქვს. ყალიბდება ფეხისა და ხელის თითები, ფილტვები, კუჭი და ღვიძლი. ტვინისა და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებით იწყება რეფლექტორული აქტიურობა . ჩანს თვალები, ყურები, ყბა. |
||
ორსულობის 8 კვირაგრძელდება სხეულის ყველა მნიშვნელოვანი ორგანოს ფორმირება. უკვე კარგად ჩანს თვალები, ყურები, ხელები და ფეხები. გრძელდება ჩონჩხისა და კუნთების ჩამოყალიბება. სულ უფრო იხვეწება ნერვული სისტემა. |
||
ორსულობის 10 კვირაფეხისა და ხელის თითებზე უკვე არის ფრჩხილები. ბავშვი იწყებს მოძრაობას, თუმცა, დედა ჯერ ვერ გრძნობს. სპეციალური სტეტოსკოპით ისმის გულის ცემა. გრძელდება კუნთების განვითარება. |
||
ორსულობის 12 კვირაბავშვი იწყებს ყლაპავს. თირკმელებში ხდება შარდის წარმოება. ძვლის შიგნით ყალიბდება სისიხლი. კუნთები საშუალებას აძლევს ბავშვს თავისუფლად იმოძრაოს. შესაძლებელია სქესის განსაზღვრა. |
||
ორსულების მეორე ტრიმესტრი (14 კვირა)ჩამოყალიბებულია თავი, ხელები და ფეხები. ბავშვის კანი ნაზი და გამჭვირვალეა. თმა იწყებს ამოსვლას. ბავშვის მოძრაობა უფრო კოორდინირებულია. |
||
ორსულობის 16 კვირაბავშვის კანი ვარდისფერია. უკვე კარგად ჩანს ყურები. კარგად ჩანს ბავშვის სხეული და სახე. ბავშვი ახამხამებს თვალებს, ამოძრავებს ხელებს და აღებს პირს. |
||
ორსულობის 18 კვირაორგანოები ჩამოყალიბებულია და იწყებს ზრდას . კანი დაფარულია სპეციალური საპოხით. იწყება სუნთქვითი მოძრაობა, თუმცა საკმარისი არ არის ფილტვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დედა უკვე გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. კარგად განისაზღვრება სქესი. |
||
ორსულობის 20 კვირაუფრო მეტად ვითარდება თითები. თავსა და სხეულზე, მცირე რაოდენობით, ჩნდება თმა. თავის ტვინი სწრაფად ვითარდება. სტეტოსკოპის საშუალებით მოისმინება გულის ცემა. მუშაობას იწყებენ თირკმელები. მაგრამ ამ ვადაში დაბადებული ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შანსი ჯერ კიდევ მცირეა. |
||
ორსულობის 22 კვირაიწყება ყურის ძვლების გამაგრება და მათში ბგერების გატარება. ბავშვს ესმის დედის სუნთქვა, გულის ცემა და ხმა. ყალიბდება ცხიმგროვის პროცესი. ინტენსიურად მატულობს წონა. ფილტვები ვითარდება იმდენად, რომ ბავშვს შეუძლია სიცოცხლე დედის მუცლის გარეშე ინტენსიური თერაპიის პირობებში (ასეთ ბავშვებს შეიძლება დარღვეული ჰქონდეთ ორგანოების ფუნქციონირება, რაც, არეთვე, ინტენსიურ თერაპიას მოითხოვს). |
||
ორსულობის მესამე ტრიმესტრი (24 კვირა)ბავშვი რეაგირებს ბგერებზე (გარე სამყაროსა და დედის მუცელში). იმატებს რეფლექსური მოძრაობები და სხეული უფრო ძლიერდება. ფილტვები აგრძელებს განვითარებას. ბავშვი უკვე იძინებს და იღვიძებს. კანი ხდება მოწითალო, ნაოჭდება და იფარება წვრილი თმებით. ამ ვადაში გაჩენილი ბავშვებიდან,დაახლოებით, 10-დან 8 ბავშვი სიცოცხლისუნარიანია, თუმცა ინტენსიური თერაპიის პირობებში. |
||
ორსულობის 26 კვირაპირი და ტუჩები უფრო მგრძნობიარეა. თვალები იღება და სინათლეზე რეაგირებენ. ტვინის იმპულსები უფრო განვითარებულია. ამ ვადის ბავშვებში 10-დან 9 ბავშვი სიცოცხლის უნარიანია ინტენსიური თერაპიის დახმარებით. |
||
ორსულობის 28 კვირაფილტვები თავისუფლად სუნთქავს, თვალებს აღებს და ხუჭავს, წუწნის თითებს, ტირის და რეაგირებს გარე ბგერებზე. თავის ტვინი აკონტროლებს რითმულ სუნთქვასა და ტემპერატურას (ცენტრალური ნერვული სისტემის საშუალებით). ამ დროისთვის დაბადებული, თითქმის, ყველა ბავშვი, ექიმების დახმარებით სიცოცხლის უნარიანია. |
||
ორსულობის 30 კვირაკანი სქელდება და ვარდისფერდება. ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის იზრდება კონტაქტების ხარისხი. დაახლოებით ამ დროიდან ბაშვი სწრაფად იზრდება. ამ დროისთვის დაბადებული, თითქმის, ყველა ბავშვი, ექიმების დახმარებით სიცოცხლის უნარიანია. |
||
ორსულობის 32 კვირაყურები იღებს თავის ფორმას . ძილის დროს თვალები დახუჭულია, ხოლო ფხიზლობისას ღია. კანი ვადისფერია და თანაბარი. ყველა ბავშვი სიცოცხლისუნარიანია (მხოლოდ ზოგიერთს სჭირდება ექიმის დახმარება). |
||
ორსულობის 34 კვირათავზე თმები აბრეშუმისმაგვარია. იზრდება კუნთების ტონუსი და ბავშვს შეუძლია თავის მოტრიალება და აწევა. ამ პერიოდის ყველა ბავშვი სიცოცხლს უნარიანია. |
||
ორსულობის 36 კვირაფილტვები განვითარებულია. ვითარდება ხელის წავლების რეფლექსი. ბავშვი რეაგირებს სინათლის წყაროზე. ამ პერიოდის ყველა ბავშვი სიცოცხლს უნარიანია. |
||
ორსულობის 38 კვირაბავშვის სიგრძე (თავიდან დონდულებამდე) 30 სმ-ია, ხოლო მთლიანი სიგრძე - 50 სმ. წონა - 2,6 - 4 კგ-მდე. დაბადების მომენტში ბავშვს განვითარებული აქვს 70-ზე მეტი სხვადასხვა ავტომატური რეფლექტორული მოძრაობა, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისათვის. ბავშვი საკმაოდ განვითარებულია და მზად არის გასაჩენად. |
||