რას ნიშნავს ეს და რა ზეგავლენა ექნება მას ჩემს ბავშვსა და ჩემზე?
სახელმძღვანელო ორსულებისათვის
წნევის პრობლემები ორსულობის დროს ზოგიერთ ქალს ორსულობამდე უკვე ჰქონდათ პრობლემები წნევასთან დაკავშირებით. ორსულობამდე არსებულ მაღალ წნევას ქრონიკული ჰიპერტენზია ეწოდება. ზოგიერთ ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს წნევის მატება, თუმცა სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე იყოს. ამ მდგომარეობას გესტაციური ჰიპერტენზია ეწოდება. ქალების გარკვეულ ჯგუფს კი გარდა იმისა, რომ ორსულობისას აღენიშნებათ წნევის მომატება ასევე აქვთ სხვა სიმპტომები, რასაც მაღალ წნევასთან ერთად პრეეკლამფსია ეწოდება. დედათვქენი შესაძლოა ამ მდგომარეობას ტოქსიკოსზ ეძახდეს.
რა არის პრეეკლაფსია?
პრეეკლაფსია ორსულობის სერიოზულ გართულებას წარმოადგენს, რომელიც ავსტრალიელ ქალთა დაახლოებით 3-7%-ში აღინიშნება. ეს შესაძლოა აღინიშნოს ნებისმიერი ასაკის ქალში, თუმცა უფრო ხშირია ძალიან ახალგაზრდა ან ხანდაზმულ ქალებში, პირველი შვილის გაჩენისას და ტყუპების ან სამტყუპის გაჩენის შემთხვევაში.
რა იწვევს პრეეკლამფსიას?
პრეეკლაფსიას თეორიების დაავადებას უწოდებენ რადგან ჯერ არავინ იცის თუ რატომ ვითარდება ის. ფიქრობენ, რომ დაავადების პროცესი ორსულობის ძალიან ადრეულ ეტაპზე იწყება - მაშინ , როდესაც პლაცენტა იწყებს ზრდას. ახლა იკვლევენ მიზეზს იმისათვის, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდეს დედისა და ბავშვის მკურნალობა, უკეთესი გამოსავლის მისაღებად. ასეთი მდგომარეობა ძალიან რთულია და მოითხოვს მკურნალობას. არანამკურნალები პრეეკლაფსია შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს როგორც თქვენთვის ისე თქვენი ბავშვისათვის.
რა არის მისი ნიშნები?
- მაღალი წნევა
- ცილა შარდში
- შეშუპება, ჩვეულებრივ, სახის, ხელების, ტერფებისა და ფეხების.
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მხედველობის გაუარესება
- სისხლში პათოლოგიური ცვლიებები
- მუცლის ტკივილი, როგორიც “ფაღარათის” დროს აღინიშნება.
ზოგიერთ ქალს ყველა ეს ნიშანი აღენიშნება, ზოგიერთს კი მხოლოდ რამდენიმე. როგორც ყველა ქალი განხსვავდება ერთმანეთისაგან ისე განსხვდებიან ერთმანეთისაგან პრეეკლაფსიიის მქონე ქალები. ეს მდგომარეობა ადამიანის სხვადასხვა სისტემაზე მოქმედებს და სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული ნიშნებით ვლინდება. ზოგიერთი აბსოლუტურად კარგად გრძნობს თავს და უკვირს კიდევაც რისთვისაა საჭირო ეს ფაციფუცი, ზოგიერთი კი ვერ გრძნობს თავს კარგად. თუ თავს კარგად ვერ გრძნობთ მნიშვნელოვანია, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ პირს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს თქვენს ორსულობას ქალთა კონსულტაციაში. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ვიზიტისას ქალთა კონსულტაციაში მოხდეს შარდის ანალიზი ცილის არსებობაზე, რაც შეიძლება პრეეკლამფსიის განვითარების პირველი ნიშანი იყოს.
ვინ უნდა ვნახო ორსულობის დროს ვიზიტისას ქათლთა კონსულტაციაში?
თუ თქვენ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა თქვენ შესაძლოა დაგჭირდებათ სხვა ქალთა კონსულტაციის ექიმის ნახვა, მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. თუ თქვენ არჩეული გყავთ მეანი, ის გაგაზავნით თერაპევტთან (მაღალი წნევის სპეციალისტთან). თუ თქვენ ქალთა კონსულტაციაში დადიხართ შესაძლოა მოგიწიოთ კლინიკის შეცვლა. ქალთა კონსულტაციის ექიმი გეტყვით ამის შესახებ თუ საჭირო იქნება.
დამჭირდება სტაციონარში დაწოლა?
ზოგიერთ ქალს სჭირდება საავადმყოფოში დაწოლა ორსულობის დროს. ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ერთი დღით, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათი უფრო დიდი ხნით დარჩენა შესაძლოა იყოს საჭირო. ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ მოხდეს თქვენი წნევის კონტროლი, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი შვილის ნაადრევი დაბადება. დღესდღეისობით ვერ ხერხდება იმის პროგნოზირება თუ რომელი ქალის მდგომარეობა ვერ იქნება კარგი და ამის გამო თქვენი და თქვენი შვილის მუდმივი მონიტორინგი საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს.
დამჭირდება პრეპარატების მიღება?
ქალების უმრავლესობას სჭირდებათ პრეპარატების მიღება წნევის კონტროლისათვის. აბების რაოდენობა და სახეობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მაღალია წნევა და რამდენად ცუდად გრძნობთ თავს. ზოგიერთ ქალისათვის აბების მხოლოდ ერთი სახეობაა საკმარისი, მაშინ როდესაც სხებისთვის მეტი. ამას თქვენ კარგად აგიხსნიან საჭიროების შემთხვევაში. ცდილობენ, რომ გამოყენებული იყოს “ბავშვისათვის უსაფრთხო” პრეპარატები.
რას მეტყვით ჩემი ბავშვის შესახებ?
ადამიანები, რომლებიც თქვენ მეთვალყურეობას გიწევენ ორსულობისას ყველაფერს აკეთებენ თქვენი და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის და პრეეკლამფსიის მკურნალობისას ორივე ხართ გათვალისწინებული. მთელი ორსულობის მანძილზე მოხდება თქვენი ბავშვის ზრდა-განვითარების და მდგომარეობის შეფასება, იმისათვის რომ დარწმუნებული ვიყოთ ორივე თქვენთაგანის საუკეთესო შესაძლო გამოსავალში. თუ საჭირო იქნება თქვენი ბავშვის ნაადრევად დაბადება, შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი სპეციალურ პირობებში მოთავსება ასაკისა და წონისა გათვალისწინებით.
ყოველთვის მაღალი წნევა მექნება მომავაში? ქალების უმრავლესობა, რომელთაც პრეეკლაფსია ჰქონდათ, ბავშვის დაბადების შემდეგ ისევ კარგად გრძნობს თავს. ქალების მცირე რაოდენობას რჩებათ პრობლემები წნევის მხრივ, თუმცა ეს ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება და ამის განსაზღვრა მშობიარობის შემდგომ კვირეებში და თვეებში ხდება
მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ ასათიანმა