ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია, რითაც მიიღწევა სახის ჰარმონიულობა, ამავე დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის აღდგენაც (სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).
ოპერაცია გულისხმობს ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი კარკასის მოდელირებას და ჩარევას რბილ ქსოვილებზე.
დღესდღეობით რინოპლასტიკა წრმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებელო ოპერაციას ესთეტიკურ მედიცინაში, ვინაიდან ცხვირი სახის ყველაზე წარმოჩინებული ნაწილია და მისი დეფექტების დაფარვა თითქმის შეუძლებელია. ამის გამო რინოპლასტიკა უნდა შეასრულოს ქირურგმა, რომელსაც ამ ოპერაციის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს.
ცნობილია, რომ საქართველო წარმოადგენს დიდი და კეხიანი ცხვირის ენდემურ ზონას. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ოპერაციები ცხვირის ფორმის შესაცვლელად დაიწყო საქართველოში, რამაც ქართველ პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაში დიდი გამოცდილება შესძინა. ხოლო ცალკეულ შედეგებზე დაკვირვებამ ჩვენი კლინიკის ქირურგებს საშუალება მისცა შეეტანათ მნიშვნელოვანი ცვლილებები რინოპლასტიკის ტექნიკაში, რამაც მოგვცა კარგი და სტაბილური შედეგების მიღწევის საშუალება.
ჩვენთან კლინიკაში თითოეულ პაციენთან ხდება ინდივიდუალური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს სტანდარტული ცხვირები დას ახის პროპორციები, ისევე როგორც აბსოლუტურად ერთნაირი ხასიათი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციულად შესატყვისი ცხვირის ფორმა. ცნობილია რომ ცხვირის ფორმის მიხედვით შესაძლებებლია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა, ამიტომ ოპერაციის დროს ვითვალისწინებთ პაციენტის ხასიათსაც. ოპერაციის მიზანია არა უბრალოდ ლამაზი ცხვირის გაკეთება, არამედ პაციენტის სახესთან ჰარმონიული ცხვირის შექმნა. ამავდროულად ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისე რომ ცხვირი გამოყურებოდეს ბუნებრივად და არ ჰგავდეს ნაოპერაციევს.
ცნობილია რომ რინოპლასტიკა ტარდებოდა ინდოეთში ჯერ კიდევ 2600 წლის წინ. იმ დროს ინდოეთში ქურდებს დასჯის მიზნით აჭრიდნენ ცხვირს, რათა მათი ამოცნობა ხალხში ადვილი ყოფილიყო. ცხვირის აღდგენის მიზნით გამოიყენებოდა Hindu-მეთოდი, რომლის დროსაც აღდგენა ხდებოდა შუბლის ნაფლეთის გამოყენებით.
თუმცა ერთ-ერთი პირველი ჭეშმარიტად ესთეტიკური რინოპლასტიკა, ანუ ესთეტიკური თვალსაზრისით ჩატარებული ოპერაცია, ცხვირის ფორმის შესაცვლელად გაკეთდა 1904 წელს გერმანელი ქირურგის იაკობ ჟოზეფის (Jaques Joseph) მიერ. ითვლება, რომ მან პირველმა გამოიყენა რინოპლასტიკის დახურული მეთოდი კეხის მოშორების მიზნით ახალგაზრდა პაციენტში რომელსაც გააჩნდა კომპლექსი დიდი ცხვირის მიმართ.
ჟოზეფის ერთ-ერთმა მოწაფემ, გუსტაფ აუფრიხტმა ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ თავის თანამიმდევრებთან ერთად სრულყოფილებას მიაღწია იდეალური ცხვირის ფორმის სტანდარტიზაციაში. დღეს ქირურგების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს “აუფრიხტის” ცხვირებს. შემოღებულია ასეთი ტერმინიც – “სტანდარტული რინოპლასტიკის სინდრომი” – არაბუნებრივი თხელი ცხვირის ზურგი, წვეტიანი ოდნავ აწეული ცხვირის წვეტი და პატარა ღია ნესტოები. დღესდრეობით უფრო ბუნებრივი ფორმის ცხვირებია მოდაში.
გუსტავ აუფრიხტის მიერ ნაოპერაციევი ჰოლივუდის ვარსკვლავი.
თანამედროვე რინოპლასტიკის განვითარების შემდეგი ეტაპი ღია მეთოდის შემოღება იყო. პირველი ასეთი ოპერაცია აღწერა რეთჰიმ (Rethi) 1934 წელს. მაგრამ პოპულარობა ამ მეთოდმა მხოლოდ 1971 წელს მოიპოვა, როდესაც ჯ. რ. ანდერსონმა (J. R. Anderson) თავისი პუბლიკაციებით პლასტიკურ ქირურგებს გაუღვიძა ღია წესით რინოპლასტიკის ინტერესი და გახადა იგი პოპულარული მათ შორის. დღესდღეობით ეს მეთოდი უფრო ხშირად და ფართოდ გამოიყენება ვიდრე დახურული რინოპლასტიკის მეთოდი.
რინოპლასტიკის ღია მეთოდის დროს კეთდება ერთი გარეთა განაკვეთი კოლუმელაზე (ცხვირის სვეტზე), რაც იძლევა ცხვირის ფორმის კორექციის საშუალებას ვიზუალური კონტროლის ქვეშ. ოპერაციის შემდგომი ნაწიბური რჩება თითქმის შეუმჩნეველი.
ღია წესით რინოპლასტიკის მეთოდის ძირითადი უპირატესობებია:
ცხვირის რბილი ქსოვილების ნაკლები ტრავმატიზაცია აშრევების დროს სისხლის უმნიშვნელო დანაკარგი
ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეშუპების შემცირება
ოპერაციის ჩატარება ვიზუალური კონტროლის ქვეშ, რაც იძლევა ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის მოდელირების ფართო შესაძლებლობას
ცხვირის ძგიდეზე სრულფასოვანი ჩარევის საშუალება, ოთხკუთხედა ხრტილის ექსტრაკორპორალური რემოდელირება და მისი შემდგომი რეპლანტაციაც კი აუტოტრანსპლანტატების გამოყენება ხრტილოვანი ჩონჩხის ნაკერებით კორექციის მეთოდის გამოყენება ხრტილების დესტრუქციული რეზექციის ნაცვლად ცხვირის წვერის ფიქსაციის შესაძლებლობა, რის გარეშეც რინოპლასტიკის შედეგები არასტაბილურია ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელი დეფექტებისა და ასიმეტრიის დროული გამოვლენა და გამოსწორება
პირველადი რინოპლასტიკა
რინოპლასტიკის ჩვენებებია ცხვირის ესთეტიკურად არადამაკმაყოფილებელი ფორმა–კეხი, ფართო, წვრილი, გაორმაგებული ან ასიმეტრიული ცხვირის წვერი, ფართო ცხვირი, სხვა და სხვა თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციები. ცხვირის ფორმის შეცვლით შესაძლებელია სახის ჰორმონიულობის მიღწევა. ოპერაციის ჩვენება აგრეთვე ცხვირის ძგიდის გამრუდებით, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფიით, პოლიპოზითა და ადენოიდებით გამოწვეული ცხვირით სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. რინოპლასტიკის ჩვენებას ასევე წარმოადგენს ადრე ჩატარებული ოპრაციების არადამაკმაყოფილებელი შედეგი – განმეორებითი რინოპლასტიკა.
ოპერაცია
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ხანგრძვლივობა 1,5-5 საათია. განაკვეთი კეთდება ნესტოების შიდა ზედაპირებზე. გარეთა განაკვეთი კეთდება მხოლოდ კოლუმელის არეში (ცხვირის ძგიდის კანის ნაწილი).
ოპერაციის შემდეგ არ რჩება შესამჩნევი ნაწიბური. ოპერაციის დროს ხდება ჩარევა ძველ-ხრტილოვან ჩონჩხზე და რბილ ქსოვილებზე, შედეგად ვღებულობთ უფრო ლამაზ და სახესთან ჰარმონიულ ცხვირს.
სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ტარდება გამრუდებული ცხვირის ძგიდის კორექცია (სეპტოპლასტიკა), ცხვირის ნიჟარების რეზექცია (ტურბინექტომია), პოლიპექტომია, და ადენოიდექტომია.
განმეორებითი რინოპლასტიკის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აუცილებელი ხდება აუტოხრტილოვანი ტრანსპლანტატების გამოყენება, რითაც შესაძლებელია ძვალ-ხრტილოვანი ჩონჩხის დაკარგული ელემენტების აღდგენა.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
ოპერაციის შემდეგ ცხვირის ხვრელში იდება სპეციალური ტამპონები, რომლებს ვიღებთ 3-6 დღეში, ოპერაციის ხასიათის (ესთეტიკური რინოპლასტიკა, სეპტოპლასტიკა, რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა) მიხედვით.
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტამპონებს, რომელთა ამოღება უმტკივნეულოა.
ოპერაციის შემდეგ შედეგის შესანარჩუნებლად და პროფილაკტიკის მიზნით ცხვირზე იდება სინთეტურ ან ტაბაშირის ნახვევს, რომელსაც ჩარევის ხასიათიდან გამომდინარე ვხსნით 5-11 დღეში.
პაციენტი ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე ოპერაციიდან მე-2 დღეს. სამუშაოს უბრუნდება მე-3 დღეს.
ნაკერების მოხსნა ხდება მე-6 დღეს. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია აღენიშნებოდეს ცხვირის წვერის არეში კანის მგრძნობელობის დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარების უფლება ეძლევათ ოპერაციიდან მე-3 დღეს.
სრული ფიზიკური დატვირთვა შესაძლებელია 2 კვირის შემდეგ.
შეშუპებები და სილურჯე ინდივიდუალურია და 1-2 კვირის შემდეგ როგორც წესი ქრება.
სათვალის ტარება 2 თვის განმავლობაში არ არის რეკომინდირებული.
ცხვირი თავის საბოლოო ფორმას ღებულობს ოპერაციიდან 6-12 თვის შემდეგ, თუმცა პაციენტი დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ამ ცვლილებეს ვერ ამჩნევს.
პაციენტებტან ინდივიდუალური მიდგომა და მათზე ხანგრძვლივი დაკვირვება საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ჩვენს მიერ მიღებულ სტაბილურ შედეგებს.
ტექნოლოგია
ბევრ კლინიკაში გამოიყენება რინოპლასტიკის სტანდარტული მეთოდი, ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების (გამაგრების) გარეშე. თაბაშირის ნახვევის მოხსნის შემდეგ ასეთ პაციენტებს აქვთ სწორი ცხვირის ზურგი და ოდნავ აწეული წვერით:
ქირურგიც და პაციენტიც კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით, ექიმი ატარებს ფოტოსესისიას (უღებს სურათს) და მათი გზები იყრება. თუმცა, ცხვირის წვეტის არაადექვატური ფიქსაციის შედეგად უკვე ერთი თვის თავზე ნაწიბუროვანი პროცესების ფორმირებისა და გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით ცხვირის წვერი ეშვება ქვევით და ხდება “ნისკარტისებური”:
პაციენტი ოპერაციიდან ორი კვირის და 3 თვის შემდეგ.
როგორც სურათებიდან ჩანს, ცხვირის წვერის არმირების გარეშე ხდება მისი ჩამოშვება და ცხვირი ღებულობს ნისკარტის ფორმას.
ჩვენს კლინიკაში მიღებული შედეგების ანალიზის ჩატარებისა და რინოპლასტიკის ტექნიკაში ცვლილებების – ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირება – შეტანის შემდეგ, შევძელით კარგი ესთეტიკური და სტაბილური შედეგების მიღწევა.
ჩვენს კლინიკაში რინოპლასტიკის მიზანია პაციენტის სახესთან მაქსიმალურად ჰორმონიული და ხასიათან შესაბამისი ცხვირის ფორმირება, ამავე დროს იგი არ უნდა ჰგავდეს ნაოპერაციევს და ოპერაციის შემდგომი შედეგი უნდა იყოს სტაბილური. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ შემდეგ ხერხს:
რინოპლასტიკისთვის ვიყენებთ მიკროქირურგიულ მეთოდს, რომელიც იძლევა ცხვირის ნაზ კანსა და ხრტილებზე პრეციზიულად და არა ტრავმატულად მუშაობის საშუალებას. შედეგად მცირდება ოპერაციის ტრავმულობა, ოპერაციის შემდგომი შეშუპებები და შესაძლებელია კარგი შედეგის მიღება იქ, სადაც ტრადიციული მეთოდი უძლურია. ქირურგს რომელიც ფლობს მიკროქირურგიულ ტექნიკას, შეუძლია წარმატებით შეასრულოს რინოპლასტიკა ცხვირის რთული ტრავმებისა და დეფორმაციების შემთხვევებში, რომლის გაკეთებასაც ბევრი ქირურგი თავს არიდებს. რინოპლასტიკის დროს ვიყენებთ ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის არმირების სხვადასხვა მეთოდს, რაც გვაძლევს სტაბილური შედეგის მიღების საშუალებას და აგრეთვე შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ცხვირის წვერის ჩამოშვება ოპერაციის შემდგომ პერიოდში და სიბერეში.
ცხვირის წვერის არმირების (დამაგრების) სქემატური გამოსახულება.
პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 კვირისა და სამი წლის შემდეგ, როგორც სურათიდან ჩანს, ადექვატური არმირების შემდეგ, ცხვირის წვერის ჩამოშვება არ ვითარდება.
ჩვენს კლინიკაში ცხვირის წვერის ხრტილოვანი ჩონჩხის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება ნაკეროვანი ტექნოლოგია, ამ მეთოდით შესაძლებელია ცხვირის წვერის სიგრძის, სიგანის და სიმაღლის შეცვლა ცხვირის ხრტილოვანი ჩონჩხის დესტრუქციის გარეშე.
ცხვირის წვერის მოდულირების სქემატიური გამოსახულება.
ცხვირის წვერი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 3 კვირის შემდეგ.
ცხვირის წვერი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ.
ცხვირის წვერი ოპერაციამდე და ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ.
კლინიკაში ასევე ტარდება ცხვირის ფორმის კორექცია და ცხვირით სუნთქვის აღდგენა – სეპტოპლასტიკა, ტურბიექტომია – ერთ მომენტად (იხილეთ ოტორინოლარინგოლოგია). სეპტორინოპლასტიკა და ტურბინექტომია ტარდება მიკროქირურგიული და ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენებით.
ყველა ჩვენი პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ჩვენ ვაკონტროლებთ ცალკეულ შედეგებს, რაც კარგი და სტაბილური შედეგის მიღების გარანტია.
მასალა მოგვაწოდა ესტა კუზანოვ კლინიკმა