თანამედროვე თმის გადანერგვის შესაძლებლობები
აკაკი წილოსანი
თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზი”
მამაკაცური ტიპის თმის ცვენა, ანუ ანდროგენული ალოპეცია თმის ცვენის ყველაზე გავრცელებილი ფორმაა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. თმის ბუდობრივ ცვენასთან შედარებით, რომელიც დედამიწის მოსახლეობის 1,7% აწუხებს, ანდროგენული ალოპეციის სიხშირემ 18-49 წლის მამაკაცებში 2000 წელს შეადგინა 54 %-ი. აღსანიშნავია, რომ ნორვუდის კვლევების მიხედვით 1950-1975 წლებში იგი არ აღემატებოდა 33%-ს. დღეისათვის ანდროგენული ალოპეცია ყველა ქვეყანაში ინარჩუნებს ტენდენციას გავრცელებისკენ და გაახალგაზრდავებისკენ. ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, მისმა სიხშირემ უკვე მიაღწია 70%-ს. ანდროგენული ალოპეცია სულ უფრო ხშირად გვხვდება ქალებშიც _ იგი 50 წელზე მეტი ასაკის ქალების 30%-ს აწუხებს.
ანდროგენული ალოპეციის მიზეზად მიჩნეულია შუბლისა და თხემის არეებში არსებულ გენეტიკურად სუსტ თმის “ძირებზე”-ფოლიკულებზე მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედება. მამაკაცის ჰორმონების, ანგროგენების (აქედან მოდის ალოპეციის ამ ფორმის დასახელება) ზემოქმედებით, მათდამი მგრძნობიარე ფოლიკულები იღუპებიან და გაიწოვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს ახასიათებს, მას კარგავენ მხოლოდ ისინი, ვინც გენეტიკურად არიან მიდრეკილი თმის ცვენისადმი. ამავე დროს ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში, კეფის და საფეთქლის არეში ყოველთვის რჩება თმის გარკვეული მარაგი. საქმე იმაშია, რომ აქ განლაგებულ თმის ფოლიკულებს არ გააჩნიათ რეცეპტორები ტესტოსტერონის მიმართ, ამიტომ ისინი გაცვენის ფაქტორებისადმი მდგრადი რჩებიან (იხ. ნორვუდის კლასიფიკაცია).
ანდროგენული ალოპეციის კორექციის ერთადერთ რადიკალურ მეთოდს თმის აუტოტრანსპლანტაცია, ანუ კეფის არის პერმანენტული სადონორო ზონიდან მოპოვებული ფოლიკულების თმაგაცვენილ ადგილებში იმპლანტირება წარმოადგენს. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას დღეისათვის ამერიკის კვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულია მხოლოდ ორი პრეპარატი: როგეინი (Minoxidil) და პროპეცია (Finasteride), რომელიც ფერმენტ-5 ალფა-რედუქტაზას ინჰიბირებით აბრკოლებს ტესტოსტერონის ტრანსფორმაციას დეჰიდროტესტოსტერონში და ამცირებს ამ ჰორმონის დამაზიანებელ მოქმედებას თმის ფოლიკულებზე. ამ ორი პრეპარატის მეტ-ნაკლები ეფექტურობამ, და მათი მთელი ცხოვრების მანძილზე მოხმარების პერსპექტივამ არ შეცვალა დებულება ანდროგენული ალოპეციის კონსერვატული მკურნალობის უშედეგობის შესახებ. ამიტომაც დგას თმის გადანერგვა მამაკაცებში წარმოებულ პლასტიკურ ოპერციებში სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზე. თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით 2004 წელს მსოფლიოში გაკეთდა თმის ტრანსპლანტაციის 168,000 ოპერაცია, 2006 წელს კი – 236,500 ოპერაცია. და მაინც, დღეს თმა გადანერგილი აქვს ანდროგენული ალოპეციის მქონე მამაკაცთა უმნიშვნელო ნაწილს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოღვაწეობს 1000-ზე მეტი თმის ტრანსპლანტოლოგი , თმის გადანერგვა ჩატარებული აქვს პოტენციურ პაციენტთა 1%-ზე ნაკლებს. სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია.
უკანასკნელ ხანამდე თმის ტრანსპლანტაციის აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა გადანერგილი თმის არაბუნებრივი და სუსტი, მეჩხერი ზრდა.
მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, როდესაც იაპონელმა ქირურგმა ჰირატო ოკუდამ პირველად შეასრულა კეფის არიდან კანის 4მმ-იანი დიამეტრის ქსოვილების (გრაფტების) გადანერგვა, მე-20 საუკუნის ბოლომდე თმის ტრანსპლანტოლოგიამ თავი ვერ დააღწია “ჯაგრისის”, “თოჯინის თავის” მსგავს შედეგებს.
თუმცა ჯერ კიდევ 1943 წელს ტ.ჰამურა ამტკიცებდა რომ, სადონორო ქსოვილები (გრაფტები) უმჯობესია იყოს რაც შეიძლება პატარა, ვინაიდან როდესაც გრაფტები დიდია, გადანერგილი თმა არაბუნებრივად გამოიყურება. სამწუხაროდ, ომის გამო იაპონელთა გამოცდილება დაიკარგა.
XX-ის 50-იან წლებში ამერიკელი დერმატოლოგმა ნორმან ორენტრეიხმა ხელახლა “აღმოაჩინა” თმის გადანერგვა. იგი კეფის არიდან 4-6 მმ დიამეტრის ტროაკარებით იღებდა კანის მრგვალ 20-50 ტრანსპლანტანტს და მათ თმაგაცვენილ ადგილებში ნერგავდა. 1959 წელს ორენტრაიხმა ჩამოაყალიბა გენეტიკური დომინანტის პრინციპი, რომლის არსი მდგომარეობდა შემდეგში: კეფის არიდან სხეულის ნებისმიერ ადგილზე გადანერგვის შემდეგ ფოლიკულები ინარჩუნებენ იგივე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, როგორითაც გამოირჩეოდნენ სადონორო (კეფის) მიდამოში. პრაქტიკაში გენეტიკური დომინანტას პრინციპი ნიშნავდა იმას, რომ გადანერგვის შემდეგ თმები ამოდიოდა, იზრდებოდა და არ ცვიოდა. ამით კმაყოფილი და ორენტრაიხის ავტორიტეტით შებოჭილი თმის ტრანსპლანტოლოგები 30 წლის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდნენ არც გადანერგილი თმის არაბუნებრივ, "ბუჩქისებრ" ზრდას, არც კეფის მიდამოს უხეშ დანაწიბურებას ღია დონორული მეთოდის გამო.
1983 წლიდან მ.მარიტის კვლევების შემდეგ დაიწყო გრაფტების დაპატარავების პროცესი: თმები ინერგებოდა ჯერ ცალკეული ფოლიკულების შემცველი ტრანსპლანტანტების (ეგრეთ წოდებული მიკროგრაფტინგი), შემდეგ ფოლიკულური გაერთიანებების სახით (ფ.გ. ტრანსპლანტაციის მეთოდი).
XX-ის 50-იან წლებში ამერიკელი დერმატოლოგმა ნორმან ორენტრეიხმა ხელახლა “აღმოაჩინა” თმის გადანერგვა. იგი კეფის არიდან 4-6 მმ დიამეტრის ტროაკარებით იღებდა კანის მრგვალ 20-50 ტრანსპლანტანტს და მათ თმაგაცვენილ ადგილებში ნერგავდა. 1959 წელს ორენტრაიხმა ჩამოაყალიბა "გენეტიკური დომინანტის პრინციპი", რომლის არსი მდგომარეობდა შემდეგში: კეფის არიდან სხეულის ნებისმიერ ადგილზე გადანერგვის შემდეგ ფოლიკულები ინარჩუნებენ იგივე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, როგორითაც გამოირჩეოდნენ სადონორო (კეფის) მიდამოში. პრაქტიკაში გენეტიკური დომინანტას პრინციპი ნიშნავდა იმას, რომ გადანერგვის შემდეგ თმები ამოდიოდა, იზრდებოდა და არ ცვიოდა. ამით კმაყოფილი და ორენტრაიხის ავტორიტეტით შებოჭილი თმის ტრანსპლანტოლოგები 30 წლის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდნენ არც გადანერგილი თმის არაბუნებრივ, "ბუჩქისებრ" ზრდას, არც კეფის მიდამოს უხეშ დანაწიბურებას ღია დონორული მეთოდის გამო.
1983 წლიდან მ.მარიტის კვლევების შემდეგ დაიწყო გრაფტების დაპატარავების პროცესი: თმები ინერგებოდა ჯერ ცალკეული ფოლიკულების შემცველი ტრანსპლანტანტების (ეგრეთ წოდებული მიკროგრაფტინგი), შემდეგ ფოლიკულური გაერთიანებების სახით (ფ.გ. ტრანსპლანტაციის მეთოდი).
შედეგები გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ გადანერგილ თმებს აშკარად ეტყობოდა ხელოვნურობა, კანზე აღინიშნებოდა მიკრონაწიბურები, ყოველი გრაფტის ჩანერგვის ადგილებში კრატერისებური ჩაღრმავებების სახით, აღარაფერი რომ არ ვთქვათ სიხშირეზე.
მხოლოდ XX-XXI სს-ის მიჯნაზე სპეციალური სტერეომიკროსკოპების გამოყენებით მოხერხდა გრაფტების ზომების ისეთი დაპატარავება, რომელმაც საშუალება მოგვცა გადანერგილ თმას მიეღო ბუნებრივი იერი.
წლების განმავლობაში გრაფტების მიკროსკოპული დამუშავების ტექნიკის სრულყოფისა და სულ უფრო და უფრო პატარა ზომების ხარისხიანი პერფორატორების გამოყენებით მოხერხდა გრაფტების საიმპლანტაციო ხვრელების ზომები შემცირება 3 მმ.-დან 0,8 მმ-მდე. ამან შესაძლებელი გახადა რომ მიღწეული ყოფილიკო არა მარტო გადანერგილი თმის აბსოლუტური ბუნებრიობა, არამედ თმის ბუნებრივი სიხშირეც ერთი ოპერაციის ფარგლებში.
თმის ტრანსპლანტაციით საკმაოდ ეფექტურად და ადვილად ხერხდება არამარტო ანდროგენული ალოპეციის, არამედ ნაწიბუროვანი და ტრაქციული ალოპეციის კორექცია.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით გადანერგილი ფოლიკულები ხასიათდებიან მაღალი სიცოცხლისუნარიანობით და კარგად იზრდებიან ყველგან. თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციას პრაქტიკულად არ გააჩნია გართულებები და უკუჩვენებები. გადანერგვის შედეგად ამოსულ თმას არავითარი მოვლა არ სჭირდება. ის შეგიძლიათ დაიბანოთ თქვენთვის სასურველი შამპუნით, შეიღებოთ, გაიზარდოთ ან მოკლედ შეიჭრათ, ატაროთ ქუდი ან იაროთ უქუდოდ ნებისმიერ ამინდში. ასაკობრივი შეზღუდვები თმის გადანერგვაში არ არსებობს.
სტატია მოგვაწოდა აკაკი წილოსანმა