სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში კვება გადამწყვეტ როლს ასრულებს თქვენი შვილის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებაში. დედის რძე – საუკეთესო საკვებია თქვენი ბავშვისთვის. ის ოპტიმალურად მიესადაგება მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას, შეიცავს მისი განვითარებისთვის საჭირო აუცილებელ საკვებ ინგრედიენტებს და ანტისხეულებს ინფექციებისგან დასაცავად.

 

 

სამწუხაროა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დედას არ შეუძლია ბავშვს ძუძუ აწოვოს. ამ დროს აუცილებელო ხდება საბავშვო რძის ფორმულის შერჩევა. ადაპტირებული საბავშვო რძის ფორმულით კვების დაწყება მკაცრად უნდა იყოს დასაბუთებული.

 

აუცილებლად მიიყვანეთ ბავშვი პედიატრთან, ის დაწვრილებით აგიხსნით რძის ფორმულის შერჩევის ყველა ნიუანსს, ინგრედიენტების მნიშვნელობას და ასევე გირჩევთ რომელი მათგანის გამოყენებაზე უნდა თქვათ უარი. იმისთვის, რომ ნახოთ განსხვავება ნარევებს შორის საჭიროა ყურადღებით შეისწავლოთ და შეადაროთ მათი შემადგენლობები ერთმანეთს.

პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეთ ცხიმებზე.

დედის რძეში ცხიმოვანი მჟავების 1/5-ი წარმოდგედნილია პალმიტინის მჟავით. ბუნებაში პალმიტინის მჟავას ყველაზე დიდი რაოდენობით პალმის ზეთი შეიცავს. სწორედ ამიტომ გამოიყენეს პალმის ზეთი რძის ფორმულებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ დედის რძის და პალმის ზეთის ცხიმის მოლეკულები (ორივე შეიცავს პალმიტინის მჟავას) მნიშვნელოვნად განსხვავდებიან აგებულებით. შედეგად ისინი სხვადასხვაგვარად გადამუშავდება და აითვისება ორგანიზმის მიერ.

 

მაშინ როცა დედის რძის პალმიტინის მჟავა კარგად შეითვისება და წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რძის ნარევების პალმიტინის მჟავა არასრულად შეითვისება, ნაწლავებში უერთდება კალციუმს, გამოდის დეფეკატთან ერთად, იწვევს დეფეკატის გამკვრივებას და კალციუმის დაკარგვას. კალციუმი კი ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვლების და კბილების ფორმირებისთვის.

 

მრავალრიცხვოვანი კვლევებით დასტურდება, რომ ნარევებს პალმის ზეთის გარეშე გააჩნიათ უკეთესი ამტანობა, ხელს უწყობენ რბილი დეფეკატის ფორმირებას, კალციუმის უკეთ შეითვისებას და ძვლოვანი ქსოვილის მაღალ მინერალიზაციას.

 

რძის ფორმულის შერჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ ასევე პრო და პრებიოტიკებზე, ცხიმოვან მჟავებზე და ა.შ

 

პრო და პრებიოტიკები

ისინი არიან დედის რძეში, ხელს უწყობენ ბავშვშის ჯანსაღი მიკროფლორის ფორმირებას და საკვების კომფორტულ მონელებას. პრობიოტიკები, სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებიც იცავენ კუჭ-ნაწლავს და გამოდევნიან არასასურველ მიკრობებს. პრებიოტიკები კი განსაკუთრებული ბოჭკოებია, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიების "საკვებს" წარმადგენენ.

 

ცხიმოვანი მჟავები

ომეგა-3 და ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის, უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისთვის. რძის ფორმულებს, რომლებიც შეიცავენ ამ სასარგებლო ცხიმებს, გახსნისას შეიძლება ქონდეს თევზის ქონის სუნი.

 

ლუთეინი

ლუთეინს ბავშვი მხოლოდ დედის რძიდან ღებულობს. ის ნატურალური ანტიოქსიდანტია, რომელიც გროვდება თავის ტვინის ცალკეულ უბნებში და პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე; თვალის ბადურაზე დარგოვებით კი იცავს მას მზის აგრესიული სპექტრისგან.
ყველა კომპონენტი რომლებზეც ვისაუბრეთ თითქმის ყველა რძის ფორმულის შემადგენლობაშია, რაც შეეხაბა ლუთეინის მას მხოლოდ ზოგიერთი საბავშვო რძის
ფორმულა შეიცავს.

 

მას შემდეგ, რაც თქვენ შეარჩევთ რძის ფორმულას, მნიშვნელოვანია დააკვირდეთ როგორ რეაგირებს პატარა კვებაზე; თუ მადიანად ჭამს და არ ჭირვეულობს, წონაშიც კარგად იმატებს მაშინ თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი. თუ ბავშვს დაეწყო ალერგია ან გამოვლინდა სხვა სერიოზული სიმპტომები აუცილებელია მაშინვე მიმართოთ პედიატრს, რომელიც განსაზღვრავს ამ მოვლენის მიზეზს და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტს კვების კორექციის საკითხს.

 

 „ჯორჯია ნუთრიშენ“ - საერთაშორისო კომპანია “SIMILAC”-ის 
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  

www.geonutrition.ge
www.similac.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player