სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სიცოცხლის პირველ თვეებში, პატარა ეჩვევა მისთვის სრულიად ახალ სამყაროს და ორგანიზმი ადაპტირდება ახალ პირობებთან. განსაკუთრებით მგრძნობიარე ჩვილის უმწიფარი კუჭ-ნაწლავის ტრაქტია, რომელიც სხვადასხვაგვარ რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე. ერთ-ერთი ასეთ რეაქცია ამოქაფება/ღებინებაა, რომელსაც ექიმები გასტროეზოფაგურ რეფლუქსს (გერ) უწოდებენ. ამ დროს საკვები კუჭიდან ამოისროლება უკან პატარას პირის ღრუში და შეიძლება ეს მასა გარეთ გამოიდევნოს.

 


რეფლუქსი გვხვდება წლამდე ასაკის ნახევარზე მეტ ჯანმრთელ ბავშვში და ფიზიოლოგიურ მოვლენად ითვლება. რეფლუქსი ყოველდღე აღენიშნება ბავშვების 30-40%-ს, არ მოქმედებს ზოგად მდგომარეობაზე, არ საჭიროებს მკურნალობას და 12-18 თვისათვის გაივლის.


მაგრამ თუ ამ დარღვევებს გამოხატული, მდგრადი ხასიათი აქვს, პატარა ხშირად და დიდი რაოდენობით აღებინებს, არ მატულობს წონაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მას შეუძლია განსაზღვროს ამოქაფება /ღებინების მიზეზი და მოგცეთ რჩევა, როგორ შემცირდეს მისი გამოვლინება.


ბუნებრივი კვებისას - ბავშვი უნდა კვებოთ მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. პარალელურად უნდა მოაწესრიგოთ პატარას კვების რეჟიმი (გადაკვების ასაცილებლად) და აკონტროლოთ კვების ტექნიკა - სწორი მოჭიდება ძუძუზე. იმ შემთხვევაში, თუ ამოქაფება/ღებინება საკვების აუტანლო-ბის გამოვლენაა, თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ ჰიპოალერგენული დიეტა.


ნუ განიცდით და დაიმახსოვრეთ, ამოქაფება/ღებინება არასდროს არის ძუძუთი კვების შეწყვეტის ჩვენება. პრაქტიკულად, 6 თვის შემდეგ, ეპიზოდების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.


ხელოვნური კვებისას - ბავშვის გადაკვება და ჰაერის ჩაყლაპვა ჭამისას რეგურგიტაციის ხშირი მიზეზი ხდება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა აიცილოთ აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, საწოვარას და ადექვატური ადაპტირებული სამკურნალო რძის ფორმულის შერჩევა. ბავშვის გადაკვების გამოსარიცხად ყურადღება მიაქციეთ დღე-ღამეში კვების ჯერადობას და საკვების მოცულობას.


ამოქაფება /ღებინების პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყება სპეციალური რძის ფორმულები. ასეთი ფორმულების შემადგენლობაში შედიან შემასქელებელი ნივთიერებები, რომლებიც აძლევენ პროდუქტს სქელ კონსტიტენციას.


რძის ფორმულა Similac ანტირეფლუქსი ბავშვს უზრენველყოფს ყველა იმ ნივთიერებით, რაც საჭიროა სწორი ზრდა-განვითარებისთვის. შემასქელებ-ლად გამოყენებულია ბრინჯის სახამებელი; დაქვეითებულია ლაქტოზის რაოდენობა და არ შეიცავს პალმის ზეთს რეგურგიტაციის ინტენსივობის და სიხშირის შესამცირებლად.


როგორც წესი, ჯანმრთელ ბავშვებში ამოქაფება/ღებინება დიდ ხანს არ გრძელდება. რეგურგიტაციის ინტენსივობა და სიხშირე იწყებს შემცირებას 6 თვის შემდეგ, ხოლო წლისთვის მთლიანად ქრება. ამ მომენტისთვის ჩვილის საჭმლის მონელების სისტემა თითქმის ჩამოყალიბებულია და თვითონ "აწესრიგებს" თავის სამუშაოს, პარალელურად ჩვილის რაციონში ჩნდება მეტი შესქელებული პროდუქტი და თქვენ უკვე შეძლებთ თავისუფლად ამოისუნთქოთ.

 

სტატია მოგვაწოდა

 „ჯორჯია ნუთრიშენ“ - საერთაშორისო კომპანია “SIMILAC”-ის 
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  

www.geonutrition.ge
www.similac.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player