ყოველდღე რამოდენიმე საათს ვატარებთ დამჯდარ მდგომარეობაში. ბევრმა არ იცის როგორ უნდა იჯდეს სწორად. ამავე დროს სწორად ჯდომა არც ისე ძნელია. იოგები თვლიან, რომ, თუ, სურვილი გაქვთ, შეძლებთ ისწავლოთ სწორი ჯდომა. ამისათვის საჭიროა დავიმახსოვროთ რამოდენიმე მარტივი წესი.
სკამზე სწორი ჯდომა
სკამის სიმაღლე
სკამის სიმაღლე ისეთი უნდა იყოს, რომ ფეხები თავისუფლად ეყრდნობოდეს იატაკს. მაგიდის ქვეშ საკმარისი ადგილი უნდა იყოს ფეხებისთვის. სკამის სიმაღლე დაახლოებით უნდა უდრიდეს თქვენი წვივის სიმაღლეს. თუ სკამი დაბალია, შეიძლება სკამზე მაგარი ბალიშის ან წიგნების დადება. თუ კი სკამი მაღალია, მაშინ შეგიძლიათ ფეხები პატარა სკამზე დადოთ.
დაყრდნობა საჯდომ ბორცვებზე
უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ მენჯი მყარ საყრდენზე იმყოფებოდეს.იოგები ამას ჩვენი პოზის „ფუნდამენტს“ უწოდებენ. სკამის დასაჯდომ ზედაპირმა უნდა შეადგინოს ჩვენი თეძოს 1/3-დან 2/3-მდე. ჯდომის დროს დაეყრდენით თეძოებს და საჯდომ ბორცვებს. გახსოვდეთ, რომ სკამი არ უნდა იყოს ძალიან რბილი, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ საჯდომ ბორცვებზე დაყრდნობას. დადეთ სკამზე რამე მაგარი (მაგალითად წიგნები) - და პრობლემა გადაწყვეტილია. იოგები ხომ არასოდეს რბილზე არ ზიან.
სწორი ტანდეგობა
სკამზე ჯდომისას გახსოვდეთ სწორი ტანდეგობა. ეცადეთ საზურგეს არ მიეყრდნოთ.იჯექით სწორად, ნუ მოიხრებით, თავს წინ ნუ დახრით. დაჯექით სკამის ნაპირზე, მუცელი ოდნავ შეისუნთქეთ, აწიეთ გულმკერდი და გაშალეთ მხრები. ნიკაპი ოდნავ თქვენსკენ მოზიდეთ. ამის მეშვეობით კისრის მალები გასწორდება და მოხდება მათი დაჭიმვა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თითქოს ვიღაცა ზევით გწევთ ზევით თხემის მიდამოში. სწორედ ამას ქადაგებს იოგა. იპოვეთ წონასწორობა ამ პოზაში და მოიხსენით დაძაბულობა. პოზა უნდა იყოს თავისუფალი, გაწონასწორებული და ბუნებრივი.
ნუ მიეჩვევით არასწორ პოზას
ხშირად სამსახურში და სახლში ჩვენ დიდხანს ვზივართ არასწორ პოზაში. მაგალითად, მაგიდასთან ჯდომისას ვბრუნდებით კომპიუტერისკენ ან ტელეფონისკენ და დიდხანს ვრჩებით ასეთ „მოგრეხილ“ პოზაში. თავი აარიდეთ ცალმხრივ მოძრაობას და გადახრებს. გახსოვდეთ, რომ იოგები ყოველთვის აკეთებენ დახრებს და გადაგრეხვებს სიმეტრიულად ორივე მხარეს.
შეცვალეთ ხოლმე პოზა
ყოველ 15-20 წუთში უნდა შეცვალოთ პოზა და ფეხების მდებარეობა. ყოველ 1-1,5 საათში ადექით და გაიარეთ ოდნავ გაზმორვით და მოთელვით.
მასალა მოგვაწოდა კლინიკამ "ხერხემალი"