დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში არის ისეთი თვალის ექიმი, რომელიც წამლისა და ოპერაციის გარეშე მკურნალობს თვალის ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც არსებული მეთოდებით შეუძლებელია. რაც მთავარია, პაციენტს გამოკვლევიდან ერთ საათში ემატება მხედველობა, რომელსაც შემდეგ სჭირდება გამყარება ვარჯიშების სახით.
კლინიკა "მაგოს" ხელმძღვანელობს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს წევრი,ქალბატონი მაკა გოგიაშვილი. კლინიკაში მკურნალობისთვის გამოყენებული თვალის დაავადებების ფიზიოლოგიური ანუ ბუნებრივი მეთოდი, დაცულია 12 გამოგონების ქართული, რუსული და ევროპული პატენტებით.
მაგოთერაპია დაფუძნებულია იმ მრავალწლიანი სამეცნიერო კველევების ანალიზზე, რომელიც 1990 წლიდან მოსკოვის თვალის მიკროქირურგიულ კომპლექსში აკადემიკოს სვიატისლავ ფიოდოროვის ხელმძღვანელობით ტარდებოდა. ამ პერიოდში მეცნიერულად დადგინდა , რომ თვალის ფსკერზე არსებული უჯრედები არიის ცოცხალი , მაგრამ ფუნქცია დაკარგული . იყო უამრავი მცდელობა ამ უჯრედებისათვის ოპერაციული გზით ფუნქციის აღდგენისა. მიუხედავად უამრავი დადებითი შედეგისა, ოპერაცია თავის სირთულეების გამო ფართოდ ვერ დაინერგა.
"ჩვენ წავედით ყველასგან განსხვავებული გზით", - ამბობს ქალბატონი მაკა: "კანის ზემოდან განთავსებული აპარატურის მეშვეობით, ყოველივე რისკის , ტკივილისა და გვერდითი მოვლენების გარეშე ხდება "გამოღვიძება" "მიძინებული " უჯრედების. ამიტომაც პაციენტს ერთ საათში ემატება მხედველობა , რომელსაც შემდგომ გამყარება სჭირდება ვარჯიშების სახით.
კლინიკაში ვმკურნალობთ:
ახლომხედველობას,
შორსმხედველობას,
ნისტაგმს,
გაზარმაცებული
თვალის ბადურის დისტროფიას,
კერატოკონუსს და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მაგოთერაპიით მკურნალობისას არ აქვს მნიშვნელობა არც დაავადების ხანგრძლივობას , არც წარმომავლობას და არც პაციენტის ასაკს. პირველივე მისვლისას ვენ ვაძლევთ პროგნოზს პაციენტს , თუ რამდენად მოემატება მას მხედველობა, და ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. მიღებული შედეგი სტაბილურია ათეული წლების მანძილზე, რაც დასტურდება სამეცნიერო და ვიდეო მასალებით.
მკურნალობას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები , რადგან ჩვენ არ შეგვყავს წამალი , არ ვაკეთებთ ოპერაციას , რაც გამორიცხავს ნებისმიერ ტკივილს, გართულებას და ალერგიას. ამიტომაც მაგოთერაპიით უცხოელი კოლეგების დაინტერესება გამოწვეულია ამ მეთოდის ფიზიოლოგიური (ბუნებრივი) ასპექტიდან გამომდინარე, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ბუნებრივ, ჯანსაღ მკურნალობასა და კვებას უპირატესობა ენიჭება
მაგოთერაპიით ნამკურნალები პაციენტების შედეგები:
"ჩემ შვილებს - ნიკასა და ერეკლეს ბავშვობიდან სიელმე და გაზარმაცებული ტვალი ჰქონდათ. მიჭირს გავიხსენოთუ რა გადავიტანეთ, სანამ ქალბატონ მაკასთან მივიყვანდით ბიჭებს სამკურნალოდ. უკვე10 წელზე მეტი გავიდა მკურნალობის შემდეგ და დიდება უფალს , მატ აბსოლუტურად ნორმალური მხედველობა და ჯანსაღი თვალები აქვთ."
დათო ჭუმბურიძე
"ჩემ შვილს ესმა ქველიაშვილს ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს , რასაც სიელმე ნისტაგმი და დაბალი მხედველობა დაერთო. ქალბატონ მაკასთან რწმენით მივედი , რადგან ბევრი ჩემი ახლობელი მასთან მკურნალობდა. გასაოგნებელია ის ფაქტი, რომ ესმას კურსის შემდეგ გადახრა შეუმცირდა , ნისტაგმი (თვალის ციმციმი) თითქმის აღარ აქვს და მხედველობაც მოემატა. ეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის სასწაულის ტოლფასია."
მაია კიკნაველიძე
"ჩემი შვილი, ნინიკო ხერხეულიძე ორი წლიდან ახლოს ცუდად ხედავს. მას მიოპიური ასტიგმატიზმი აქვს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი სათვალის, რადგან ვისაც კი სათვალე ეკეთა, ყველას სათვალის ზომა გაეზარდა , მხედველობა კი დაუქვეითდა. ქალბატონ მაკასთან მკურნალობისას ტესტირებიდან ერთ საათში ნინიკო ქუჩაში მანქანის ნომრებს არჩევდა , მის მერე დღესაც 100 პროცენტიანი მხედველობა აქვს"
მასალა მოგვაწოდა : თვალის კლინიკა ახალი ტექნოლოგიები - "მაგო" - მ