სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა

 

 

2018 წლის 8 სექტემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი"-ს ორგანიზებით, პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა თემაზე: "რეპროდუქციული მედიცინის ახალი მიმართულებები ონკოლოგიაში".


სიმპოზიუმზე მოხსენებით წარსდგნენ მსოფლიოს წამყვანი მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები ისრაელიდან, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ქართველ ექიმებს ონკოლოგიურ პაციენტებში ფერტილობის შენარჩუნების შესახებ.


ქართველ მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, ანდროლოგებს, რადიოლოგებს, უროლოგებს და ქირურგებს საშუალება ჰქონდათ, უფასოდ დასწრებოდნენ სიმპოზიუმს, მიეღოთ მათთვის საჭირო ინფორმაციები, რეკომენდაციები და გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player