1. მიირთვით ერთი ფინჯანი ჩაი თქვენი გემოვნების მიხედვით - იგი გაგამხნევებთ, დაგიწყნარებთ ნერვებს. მწვანე ჩაი დაძაბულობას ხსნის, მატე - მატონიზირებელია, ხოლო იმბირის ჩაი - ,,სიყვარულის ელიქსირი’’-ა.
2. მიირთვით ბანანი - მასში ბევრია სეროტინი, სიხარულის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის შეგრძნების ჰორმონი. მაგრამ ამ ,,გუნებაგანწყობას” ბევრს ნუ მიირთმევთ - ერთ თვეში თქვენ სხეულს სპეციალური დიეტა დასჭირდება.
3. ეცადეთ სპორტით დაკავდეთ. თუ ეს საქმე სათქვენო არ არის, უკიდურესი დაძაბულობის დროს სახლის საქმიანობას მიჰყავით ხელი: გარეცხეთ, დააუთოვეთ, სახლი დაალაგეთ, ან სულაც იცეკვეთ.
4. ერთმა ბრძენმა ბრძანა: ,,არ შეიძლება არც კარგად ფიქრი, არც კარგად სიყვარული, არც კარგად ძილი, თუ ცუდად მიირთვი’’. სამსახურის მერე საყვარელ ადამიანთან ერთად ან გაისეირნეთ, ან სახლში მიიწყვეთ და სანთლების შუქზე ვახშამი მოიწყვეთ: სასიამოვნო საუბარი ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან, გემრიელი კერძები და ჭიქა ღვინო, დაგავიწყებთ წვრილმან უსიამოვნებებს და ხასიათზე მოგიყვანთ.
5. თუ გრძელი რიგები და საცობები ცუდად მოქმედებს თქვენ ნერვებზე, ეცადეთ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. მითუმეტეს, რომ კარგად იცით, თქვენი გაღიზიანება ვერ უშველის ვერც რიგის შემცირებას და ვერც საცობის გაწოვას. იფიქრეთ მოსალოდნელ ვახშამზე, საუბრის თემაზე, ან სულაც რბილი რეზინის ბურთი აიღეთ და თითბს შუა ამოძრავეთ - ეს მოადუნებს კუნთებს.
6. აკოცეთ საყვარელ ადამიანს: სიხარულისა და სიამოვნების გრძნობა მოგიხსნით დაძაბულობას. და, რა თქმა უნდა, სექსი . . . .
7. უყიდეთ საკუთარ თავს თქვენთვის საყვარელი ყვავილები და ხასიათი, აუცილებლად გამოგისწორდებათ. სტრესის მოსახსნის უტყუარი ხერხია არომათერაპია. მოიწყეთ თქვენს ირგვლი სამოთხე: ლავანდის, გვირილის, კატაბალახას რამდენიმე წვეთი თქვენზე დამაწყნარებლად იმოქმედებს. ანისი, ფორთოხალი და რეჰანი დეპრესიას, დარდსა და განგაშის შეგრძნებას მოგიხსნით. ციტრუსების ზეთოვანი აბაზანა ბუნების ჯადოსნური არომატებით გაგანებივრებთ.
8. სტრესი გონებრივი და ფიზიკური გადაღლითაც არის შესაძლებელი. დროებით შეწყვიტეთ მუშაობა, მოდუნდით: დახუჭე თვალები, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ტყეში, ან ზღვის ნაპირზე, გაიხსენეთ რაღაც ძალიან სასიმოვნო.
9. სტრესის მიზეზით თავის ტკივილის დროს მასაჟი გაიკეთეთ: დაიზილეთ კანი ისე, როგორც თავის დაბანისას. მოაქციეთ თმა თითებს შუა და ფრთხილად აქაჩეთ ზევით.
10. ასევე მოგადუნებთ, სხეულსა და გონებას ჰარმონიულობაში მოიყვანს იოგა ვარჯიში. ადამიანები, რომლებიც იოგას ვარჯიშებს აკეთებენ, მშვიდი, გაწონასწორებული და ამტანები არიან.
არ დაგავიწყდეთ სწორი კვება, ძილი და რაც მთავარია: ასე უბრალო, მაგრამ სიყვარულის გამომხატველი ღიმილი! გაიღიმეთ . . . . . .