საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დაავადებები სტრესის შედეგია. სტრესის ნეგატიური ზემოქმედება კი ნამდვილად შეიძლება განეიტრალდეს, თუ ორგანიზმს უზრუნველყოფთ მისთვის აუცილებელი ნივთიერებებით.
სტრესის დროს აუცილებელია მიირთვათ შემდეგი პროდუქტები: რძის ნაწარმი, კვერცხი, ღვიძლი, თირკმელები, მწვანე ფერის ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, ხორბლის ქატო, წიწიბურა, ლობიო, სოია, შვრია, ბანანი, შავი შოკოლადი, ბალახეული ჩაი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენი. სასიცოცხლო ტონუსსა და შრომისუნარიანობას ამაღლებს შავი შოკოლადი. თავისი ეფექტით, 30 გრამი შავი, მწარე შოკოლადი ერთი ჭიქა წითელი ღვინის ეკვივალენტურია. შოკოლადი ქმნის კომფორტის შეგრძნებას, ამაღლებს განწყობას, ხსნის სტრესს. შავი შოკოლადი ზრდის ტვინში ფენილანინის შემცველობას, რაც იწვევს ადამიანში ბედნიერების შეგრძნებას. სტრესის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგია ჟოლოს, მანდარინისა და ბანანის წვენები, ასევე, ბროკოლის და კიტრის წვენი. სტრესის დროს ტონუსის შესანარჩუნებლად ნუ შეეცდებით მიიღოთ ყავის, ჩაის, „კოკა-კოლის“ და კაკაოს შემადგენლობაში არსებული კოფეინი. ის ზრდის ადრენალინის დონეს, რომელიც სტრესის დროს ისედაც საკმარისადაა. მისი სიჭარბე კი დამანგრევლად მოქმედებს. უკეთესია, მიირთვათ შოკოლადი.
მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ