სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რძემჟავა პროდუქტები ნერვულ სისტემას აძლიერებს



რძე და რძის პროდუქტები რაციონალური კვების აუცილებელი კომპონენტებია. რძე მდიდარია ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით. ნახევარი ლიტრი რძე აკმაყოფილებს ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნას ცილებსა და კალციუმზე, ფოსფორზე, B2 ვიტამინზე და სხვა. ბევრს რძე არ უყვარს, უჭირს მისი მონელება, ემართება ნაწლავების შებერვა და აშლილობა. ასეთ ადამიანებს ვურჩევთ, მიიღონ რძემჟავა პროდუქტები, მაგალითად, მაწონი, ხაჭო, კეფირი და სხვა. დიეტური კვების თვალსაზრისით, რძემჟავა პროდუქტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად რძე; მიკროორგანიზმები და ნივთიერებები, კერძოდ, რძის მჟავა, სპირტი, ნახშირორჟანგი, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, რომლებიც რძის შედედებისას ბიოქიმიური პროცესების შედეგად წარმოიქმნება, სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.



ადამიანის ორგანიზმი რძემჟავა პროდუქტებს უფრო უკეთ ითვისებს, ვიდრე რძეს. ეს პროდუქტები აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ნაწლავის სეკრეციაზე. მათი მიღებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლები ინტენსიურად გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც საჭმლის მონელებას აჩქარებს.



რძემჟავა პროდუქტების შეთვისების უნარს ზრდის ცილების ნაწილობრივი პეპტონიზაციაც, ანუ მარტივ ნივთიერებებად დაშლა. რძემჟავა პროდუქტების სისტემატური მიღება აძლიერებს ნერვულ სისტემას. ამ დროს ორგანიზმში ადამიანებისთვის აუცილებელი ძირითადი ვიტამინები გროვდება. დადგენილია, რომ რძემჟავა და სპირტული დუღილის შედეგად, რძემჟავა პროდუქტებში ამ ვიტამინების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს.



გამონაკლისია ნიკოტინის მჟავა – მისი რაოდენობა, პირიქით, იკლებს. რძემჟავა პროდუქტები ადამიანს დღეგრძელობას უნარჩუნებს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აბრკოლებს კუჭ-ნაწლავში მავნე მიკროფლორის განვითარებას. გარდა ამისა, რძემჟავა შეიცავს ანტიბიოტიკებს, რომლებიც ლპობისა და ავადმყოფობის მატარებელ ბაქტერიებს ანადგურებს.


რძემჟავა პროდუქტები გამოიყენება კუჭნაწლავის, სისხლძარღვების, ფილტვებისა და პლევრის დაავადებების, ათეროსკლეროზის მკურნალობისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.



მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player