“მარიხუანა” ნიშნავს “მომწამვლელს” და პირდაპირ მიუთითებს მოსალოდნელ შედეგებზე. მარიხუანას ბოლის შემადგენლობა საკმარისად შესწავლილი არ არის. მას აქვს სპეციფიკური (დამწვარი თოკის) სუნი და მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება
ტეტრაჰიდროკანაბინოლის (ტჰკ) სახელით არის ცნობილი.
მარიხუანას მოწევის შედეგად წითლდება სკლერები, ფართოვდება სისხლძარღვები, ქვეითდება არტერიული წნევა, შეინიშნება გულის ცემისა და სუნთქვის აჩქარება,
მოწევის დროს, ჩვეულებრივ, იწყება ხველა, ითრგუნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობა, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.
პრეპარატის მოქმედება იწყება მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ლორწოვანი გარსების გაშრობით, ძლიერი წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებით, შეიძლება იყოს ყურებში შუილი, თავბრუ- ხვევა, თავის ტკივილი, სიცხის ან სიცივის შეგრძნება. მარიხუანას რეგულარული მიღების შედეგად ვითარდება ბოდვითი აზროვნებისაკენ მიდრეკილება. დიდი დოზებით სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფსიქოზი – ბოდვა, ილუზიები, ჰალუცინაციები, პანიკა, აგრესიულობა
ტჰკ გროვდება ცხიმოვან უჯრედებში და ორგანოებში – თავის ტვინში, სათესლე ჯირკვლებსა და საკვერცხეებში, ელენთაში, ღვიძლსა და თირკმლებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც მისი ზემოქმედება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.
მარიხუანას მოწევა ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას, ვიდრე თამბაქოსი.
ბევრად უფრო მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. თავისი დამაზიანებელი ეფექტებით, 1 ულუფა მარიხუანა 5 ღერი სიგარეტის ტოლფასია.
მარიხუანას მოხმარების გადავადებული ეფექტები:
- იმუნიტეტის დაქვეითება
- სიმაღლეში ზრდის შეჩერება
- მამაკაცის სასქესო ჰორმონების შემცველობის შემცირება
- სექსუალური პოტენციის დაქვეითება
- ფილტვის ქსოვილის დაზიანება
- ახალი ინფორმაციის ათვისების უნარის დაქვეითება/დაკარგვა
- პიროვნული თვისებების შეცვლა
- გარემოს აღქმის გაუკუღმართება
- მეხსიერების დაქვეითება
- თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება (ჭკუასუსტობა)