სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მწეველებს სჯერათ, რომ "მსუბუქი" (light) სიგარეტი ნაკლებად საზიანოა

 

 

კვლევის თანახმად, რომელმაც ავსტრალიიდან, კანადიდან, ბრიტანეთიდან და ამერიკიდან 8000 მწველი გამოკითხა აჩვენა, რომ ხუთიდან ერთ მწეველს სჯერა, რომ სიგარეტის გარკვეული ბრენდები ნაკლებად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ცრუ რწმენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკელ მწეველებს შორის დაფიქსირდა.



გამოკითხულთა უმრავლესობას სჯერა, რომ “ვერცხლისფერი”, “ოქროსფერი” და “თეთრი” სიგარეტი ნაკლებად საზიანოა, ვიდრე “წითელი” ან “შავი”. ამ ცრუ რწმენის მიზეზი შეიძლება იყოს სიგარეტის ბრენდინგის ისტორია, რადგან გარკვეული პერიოდის წინ (თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც, მათ შორის საქართველოშიც) სიგარეტის შეფუთვა ატარებდა წარწერას: ”მსუბუქი”, ”რბილი”, ”კუპრის დაბალი შემცველობით”, თუმცა დაახლოებით 50 ქვეყანაში უკვე აიკრძალა სიგარეტზე მსგავსი წარწერების დატანა, რისი მიზეზითაც ადამიანებს ზემოთხსენებული ცრუ რწმენა ჩამოუყალიბდათ.



კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთ მწეველს სჯერა, რომ ეგრეთწოდებული “წვრილი” სიგარეტიც ნაკლებად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. სიგარეტი, რომელსაც მძაფრი გემო აქვს უფრო საზიანოა, ვიდრე რბილი გემოს მქონე სიგარეტი, ასევე ის, რომ ფილტრი ამცირებს რისკს და სიგარეტის მოწევისგან გამოწვეული კიბოს მთავარი მიზეზი ნიკოტინია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player