სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნარკოტიკების მოხმარებისა და არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე 2010




გაეროს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკებით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, ყოველი წლის 26 ივნისს, აღინიშნება ნარკოტიკების მოხმარებისა და არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე. ამ დღეს უამრავი მხარდამჭერი ყავს მთელ მსოფლიოში.

 

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მონაცემებით, მსოფლიოში, დაახლოებით, 200 მილიონი ადამიანი მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორიცაა კოკაინი, კანაბისი, ჰალუცინოგენები, ოპიატები, საძილე და სედატიური საშუალებები. 1987 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, 26 ივნისი გამოცხადდეს ნარკოტიკების მოხმარებისა და არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ, რათა ხელი შეუწყოს ნარკომანიისგან თავისუფალი საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ეს რეზოლუცია გულისხმობს მოქმედების გაძლიერებას 1987 წელს ჩატარებული ნარკოტიკების მოხმარებისა და არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციის რეკომენდაციების შესაბამისად.

 

რეზოლუციის მიღების შემდეგ, 1991-2000 წლები გამოცხადდა “გაეროს დეკადად ნარკომანიის წინააღმდეგ”. 1998 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შეიმუშავა პოლიტიკური დეკლარაცია ნარკოტიკების გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით. დეკლარაცია გამოხატავს გაეროს წევრების შეთანხმებას, ებრძოლონ პრობლემას.

 

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) არჩევს საერთაშორისო დღის თემას და აწყობს კამპანიებს ნარკოტიკების გლობალური პრობლემის საკითხებში ინფორმირებულობის ასამაღლებლად. მსოფლიო კამპანიის ამჟამინდელი თემაა ჯანმრთელობა.

 

2010 წლის თემა: ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა

დევიზი: იფიქრე ჯანმრთელობაზე და არა ნარკოტიკზე


ყველას გიწვევთ 26 ივნისის აღსანიშნად. ეს არის უნიკალური საშუალება, წინ აღვუდგეთ პრობლემას, რომელიც ყველას გვეხება. იმედი გვაქვს, მხარს დაგვიჭერთ ამ კამპანიის წარმატებით განხორციელებაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player