„მედარეა" თანამედროვე სტომატოლოგიურ ტექნიკაზე მოგითხრობთ, რომელიც უკვე საქართველოშიც დაინერგა. ადამიანის კბილების პროთეზირების უამრავი მეთოდი არსებობს, მათი ფორმის, სახეობის და ფასის მიხედვით. ბოლო წლებში ელვის სისწრაფით ვითარდება კბილების იმპლანტაციის ტექნიკა.
ეს ყბა--სახის ქირურგიული პროცესია, რომლის გასაოცარი შედეგი ბევრმა ადამიანმა გამოსცდა თავის თავზე უკვე საქართველოშიც. სტომატოლოგიური კლინიკა „ევროდენტის" ყბა--სახის ქირურგები კბილების იმპლანტაციის არაერთ მეთოდს სთავაზობენ პაციენტებს. მათ შორის ყველაზე თანამედროვე მასალებისა და მიდგომების გამოყენებით.