მედარეა" 46 წლის ქალის ისტორიას მოგითხრობთ, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში საშვილოსნოდან მენსტრუალური ციკლის სხვა და სხვა პერიოდში სისხლდენები აღენიშნებოდა. ხანგრძლივმა და გახშირებულმა სისხლდენამ ის ანემიამდე, ანუ სისხლის ნაკლებობამდე მიიყვანა.
ამ ჩივილებით მან ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს მიმართა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკისა და სიმსივნური დაავადების წარმოქმნის მაღალი რისკების გამო სპეციალისტებმა საშვილოსნოს სრული ამოკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. ფილმი მოიცავს ოპერაციის მსვლელობის კადრებს.