სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

როგორ გადაეცემა აივ ინფექცია? არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

 

- დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
- ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;
- ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.



როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია?

 

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:
- ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
- დახველებით , ცემინებით;
- საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
- საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
- საცურაო აუზით სარგებლობით;
- კოღოსა და მწერების ნაკბენით;
- აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

 

როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?
სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.

 

- თავი შეიკავეთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისაგან;
- იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის;
- მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი პრევენციის ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და ჩ ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი. უმკურნალებელ შემთხვევაში სგგი მნიშვნელოვნად ზრდის აივ ინფიცირების რისკს. სგგი-ს ადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.



როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?

ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.

 

- ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცებით, ნემსით;
- უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.

 


როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?

დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია.

 

- საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, არვ მკურნალობითა და მოვლით;
- აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% - მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;
- ანტირეტროვირუსული თერაპია;
- საკეისრო კვეთა;
- სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player