ალერგიული აისბერგი: სიმპტომები—ჰიპერმგრძნობელობა-ანთება
- მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ადამიანს (მოსახლეობის 4-6%) აქვს ბრონქული ასთმა.
- ბოლო ოც წელიწადში, ატოპიით შეპყრობილ პირთა რიცხვმა 1,5-ჯერ მოიმატა.
- ასთმის პრევალენსმა იმატა ბოლო 2-3 დეკადაში -- თითქმის გაორმაგდა.
ატოპიური დერმატიტი მაღალი ხვედრითი წილით (50-75%) არის წარმოდგენილი ალერგიულ დაავადებათა საერთო სტრუქტურაში.
- ბავშვთა 20%-ში კვებითი ალერგიის დროული და ადექვატური მკურნალობა იძლევა კლინიკურ გაჯანსაღებას
- 41%-ში კვებითი ალერგიის კლინიკური გამოვლინების ტრანსფორმაცია წარმოებს სამიზნე ორგანოს ცვლილებით
- 38%-ში ფორმირდება კვებითი ალერგიის კლინიკა რამოდენიმე შოკური ორგანოს ჩართვით (კანი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, სასუნთქი სისტემა)
- 34%-ში შეიძლება განვითარდეს აწეული მგრძნობელობა სხვა სახის ალერგენებისადმი
უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ალერგიის შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიზეზები
ჰიგიენური გარემოს ცვლა:
- ნაკლები ინფექციები
- მეტი ანტიბიოტიკები,
- გაზრდილი სტრესი
- ნაკლებად ინფექციური და ბაქტერიული საკვები
ცხოვრების სტილის შეცვლა
ნაკლები დედმამიშვილები, ადამიანთა ჯგუფში ყოფნის შემცირება
ქალაქში ცხოვრების გახანგრძლივება, ნაკლები კონტაქტები შინაურ ცხოველებთან
- კანის ალერგიული დაავადება, ძირითადად განვითარებული ატოპიისადმი მემკვიდრული წინასწარგანწყობის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში.
ად ხასიათდება ქრონოკული მორეციდივე მიმდინარეობით და გარკვეული კლინიკურ-მორფოლოგიური სიმპტომებით სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში: ქავილით, ეგზემატოზური და ლიქენოიდური გამონაყრით, უჯრედული იმუნიტეტის ანომალიით კანში და ჰიპერმგრძნობელობით სხვადასხვა იმუნურ და არაიმუნურ სტიმულატორზე.
კვებითი ალერგიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები
- გენეტიკური წინასწარგანწყობა
- ანტისხეულების მოხვედრა ორგანიზმში მუცლადყოფნის პერიოდში და ქალის რძის გზით
- ბუნებრივი კვების ხანგრძლიობა
კვებითი ალერგიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები
- ალერგენის ბუნება, დოზები და შეყვანის სიხშირე
- ბავშვის ასაკი ალერგენთან პირველი კონტაქტის დროს
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის აწეული განვლადობა
- ნაწლავთა ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება
აღწერილია 160 (და მეტი) კვებითი ალერგენი, IgE გაშუალებული რეაქციების გამოწვევის უნარით
კვებითი ალერგიის ეტიოლოგიურ ფაქტორებს წარმოადგენენ ალერგენები, რომელსაც შეიცავს კვებითი პროდუქტები. ჩვეულებრივ ეს ცილებია-გლიკოპროტეიდები (მოლეკულური მასით 18000-დან 40000-დე დალტონი), იშვიათად _ პოლიპეპტიდები, გაპტენები, რომლებიც უერთდებიან საკვების ცილებს
დიდი რვიანი
დიდი რვიანი ძროხის რძე კვერცხი თევზი ხორბალი მიწის თხილი სოიო კიბოს მაგვარნი ნიგოზი, თხილი, ნუში |
გავრცელებული კვებითი ალერგიები კაკაო შოკოლადი ციტრუსები მარწყვი თაფლი ხიზილალა ზღვის პროდუქტები მარცვლეული |
მასალა მოგვაწოდა:
პროფ. რუსუდან ქარსელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ.: 877 76 45 11; ტელ.: 38 55 44 / 333 797 (ბინა)
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.